თავში

როგორ მართა ევროპამ მიგრაციული პროცესები კორონავისრუსის დროს

როგორ მართა ევროპამ მიგრაციული პროცესები კორონავისრუსის დროს
როგორ მართა ევროპამ მიგრაციული პროცესები კორონავისრუსის დროს

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ევროპაში, და რამდენად ეფექტიანად მართავენ ევროპის ქვეყნები მიგრაციულ პროცესებს პანდემიის დროს, - ეს საკითხები განხილულია „უფლებები საქართველოს“ მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში მომზადდა.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებმა მინიმუმამდე დაიყვანეს მიგრანტებისთვის მომსახურეობის ფიზიკურად მიწოდების სერვისები და მხოლოდ სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით გასცემდნენ კონსულტაციებს. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ ძირითად შემთხვევებში საიმიგრაციო ოფისებში დისტანციურად მიღებული აპლიკაციების განხილვა არ შეჩერებულა, თუმცა გაიზარდა განხილვის ვადები. დისტანციური მომსახურეობის დროს დამკვიდრებული პრაქტიკა იყო დასკანერებული დოკუმენტების წარდგენა გარანტიის წერილთან ერთად, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შეგეძლო საბუთების დედნების წარდგენა. შეზღუდვები ასევე გავრცელდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების განხილვით სხდომებზე, ძირითადად ყველგან შეჩერდა გასაჩივრების პროცედურები და მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში იყო დაშვებული სხდომების გამართვა.

კვლევის მიხედვით, ესპანეთში კი ყველა ადმინისტრაციული დედლაინი შეჩერებული იყო 2020 წლის 1 ივლისამდე. გამონაკლისი ეხებოდა სასოფლო სამეურნეო და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს. 

იმ მიზნით რომ მიგრანტები, რომლებსაც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლება ამოეწურათ არ გადასულიყვნენ არარეგულარულად ყოფნის სიტუაციაში, რიგმა ქვეყნებმა გაზარდეს ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობა ანდა გააუქმეს ქვეყნის დატოვების ვალდებულება, თუკი ეს სიტუაცია გამოწვეული იყო კორნას გამო მიღებული.

რეგულაციების შედეგად:

• საფრანგეთმა იმ პირებს, რომლებსაც 16 მარტიდან 15 მაისამდე ეწურებოდათ ვადა 180 დღით გაუხანგრძლივა ქვეყანაში დარჩენის უფლება.

• ირლანდიამ ეს ვადა 2 თვით გაახანგრძლივა.

• იტალიაში საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის საფუძველზე ყველა სახის ნებართვა, ავტორიზაცია და ატესტაცია გახანგრძლივდა 31 აგვისტომდე.

• დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში ავტომატური იყო მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

• შვედეთი ფორმალურად მაინც ითხოვდა აპლიკაციების შეტანას და მის საფუძველზე 90 დღით ახანგრძლივებდა ბინადრობის ნებართვას.

• პორტუგალიის მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა მიგრანტმა, რომელმაც ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით შესაბამის ორგანოებს მიმართა 18 მარტისთვის, ავტომატურად მიიღეს დროებითი ნებართვები, რის საფუძველზეც შეეძლოთ ყველა იმ უფლებაზე და სოციალურ ბენეფიტებზე წვდომა, რაც პორტუგალიის მოქალაქეებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

• ჰოლანდიას არ გაუხანგრძლივებია ეს ვადა, თუმცა არსებული რეგულაციებით გამოწვეული ვადაგადაცილება არ ითვლებოდა დარღვევად. შრომითი ბინადრობის ნებართვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system