თავში

როგორ მიდის მიწის საყოველთაო რეგისტრაციის პროცესი

როგორ მიდის მიწის საყოველთაო რეგისტრაციის პროცესი
როგორ მიდის მიწის საყოველთაო რეგისტრაციის პროცესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მიწის რეგისტრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. რეგისტრაცია გახდა აუცილებელი პირობა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობისთვის. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების დაწყებიდან დღემდე, 35,000-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მოახდინა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, ჯამში დარეგისტრირდა 30,000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობმა 10,000 ჰა-ზე მეტი შეადგინა. 

"სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამითა და აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ფერმერებს აქვთ, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული აქვთ და ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას მოახდენენ," - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system