თავში

როგორ მიიღეს ქართული ღვინო ბოსტონში

როგორ მიიღეს ქართული ღვინო ბოსტონში
როგორ მიიღეს ქართული ღვინო ბოსტონში

ღვინის ეროვნული საააგენტოს ინფორმაციით, შარშანდელის მსგავსად, წელსაც „ქართული ღვინის ფორუმის“ მიმართ ინტერესი დიდი იყო როგორც სამეცნიერო წრეების, ისე ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან. ქვევრის სიმპოზიუმზე სხვა გამომსვლელებს შორის იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ 8 ათასი წლის წინ, მსოფლიოში პირველი ღვინო სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწურა.

„ქვევრის სიმპოზიუმს“ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრო, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ საფერავისა და ქვევრის ღვინის კონკურსზე წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართველი მწარმოებლის პროდუქცია, ხოლო დასკვნით დღეს გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციაზე სხვა ქართული ღვინოების გვერდით, იყო მიმდინარე წელს საქართველოში ჩატარებული ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული 30-მდე ღვინო.

ფორუმის მონაწილეების შეფასებით, მსგავს ფორმატში ქართული ღვინის წარდგენა მიანიშნებს, რომ საქართველოს მეღვინეობასთან არამხოლოდ 8000-წლიანი ისტორია აკავშირებს, არამედ თანამედროვე, განვითარებული ღვინის ინდუსტრია და საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი ღვინოები აქვს.

მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ნახევარ მილიონზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 60 პროცენტით აღემატება გასულის წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system