თავში

როგორ მიმდინარეობს "რთველი 2020" კახეთში

როგორ მიმდინარეობს "რთველი 2020" კახეთში
როგორ მიმდინარეობს რთველი 2020 კახეთში

კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 19 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მევენახეების შემოსავალი 183 მლნ ლარს აჭარბებს. 26 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 181 ათას ტონაზე მეტი ყურძენი: 130 ათასი ტონა რქაწითელი, 42 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

სააგენტოს ცნობით, დღეღამურად მუშავდება 10-14 ათას ტონამდე სხვაფასხვა ჯიშის ყურძენი, რაც ნიშნავს რომ რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია. ყოველდღიურად 80-მდე ღვინის საწარმოა რთველის პროცესში ჩართული. ყურძენი 170- მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა.

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system