თავში

როგორ მოქმედებს შეზღუდვები ეკონომიკაზე

როგორ მოქმედებს შეზღუდვები ეკონომიკაზე
როგორ მოქმედებს შეზღუდვები ეკონომიკაზე

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება მიიღება იმისათვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეკონომიკა და ქვეყანა დაუბრუნდეს ჩვეულ ვითარებას.

"ნებისმიერი შეზღუდვა არის დისკომფორტი და ყოველი ასეთი ნაბიჯი ნაკარნახევია უკიდურესი აუცილებლობით, რათა შევძლოთ ვირუსის გავრცელების შენელება, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა და დასძენა, რომ ამ დისკომფორტის გარკვეულწილად შესამცირებლად, მთავრობამ გადაწყვიტა, სოფლებში დილით და საღამოს მოქალაქეებს მიეცეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გასვლის უფლება."ამასთან, საკოორდინაციო ადგილობრივი შტაბები უზრუნველყოფენ სასურსათო მაღაზიებში მარაგების კონტროლს და მოქალაქეებისთვის აუცილებელი დახმარების გაწევას, თუნდაც იმ სოციალური სასურსათო პაკეტების სახით, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 100 ათასამდე მოქალაქეს გადაეცა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, არაორდინალური ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა ყველა გამოწვევაზე ოპერატიულად რეაგირებს. „საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არის პასუხი ეპიდემიოლოგიურ ვითარებზე, სოციალურ-ეკონომიკური გეგმა კი არის მთავრობის პასუხისმგებლობის სფერო, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და რაც ნაწილობრივად უკვე შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს. ამ მიმართულებით ოპოზიცის მოწოდება არ გვჭირდება. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, კომუნალური გადასახადების ნაწილში დაწესებული შეღავათებით, 1 200 000 ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა, ისევე როგორც 670 000 ოჯახმა ისარგებლა ბუნებრივი აირის გადასახადის ნაწილში. ამას გარდა, შეღავათები შეეხო ჩვენს მცირე ბიზნესს და ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი, მეორე ეტაპს კი შევთავაზებთ კვირის ბოლომდე. თუ ზედმიწევნით შევასრულებთ შეზღუდვებს და გავითვალისწინებთ მედიკოსების რეკომენდაციებს, შევძლებთ მალე გავხსნათ ეკონომიკა და ამით მნიშვნელოვნად შევამციროთ ზიანი,” - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system