თავში

როგორ მუშაობენ ხილის გადამამუშავებელი საწარმოები ეპიდემიისას

როგორ მუშაობენ ხილის გადამამუშავებელი საწარმოები ეპიდემიისას
როგორ მუშაობენ ხილის გადამამუშავებელი საწარმოები ეპიდემიისას

რაჭაში მდებარე ქართული ხილის გადამამუშავებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელის, მინდია ხუციძის განცხადებით, ევროპაში ქართული პროდუქტის ექსპორტს ეპიდემიის გამო საფრთხე არ შექმნია და გადამამუშავებელი მრეწველობა საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. მისი თქმით, თითქმის ყოველწლიურად მატულობს იმ პროდუქტების სია, რითაც კომპანია გერმანიის ბაზარს ამარაგებს. ექსპორტზე საწარმოს ქართული ხილი ჩირის სახით გააქვს, რასაც შემდეგში ჩაის ფაბრიკები არომატის შესავსებლად იყენებენ. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მინდია ხუციძის თქმით, ანალოგიურ პროდუქტს ამზადებს ერთ-ერთი ქართული ჩაის კომპანიაც, თუმცა საწარმოს ძირითადი ინტერესი ექსპორტისკენ არის მიმართული.

,,მცენარეების გამხმარი ფოთლები და ნაყოფი გაგვაქვს გერმანიაში. ნედლეულს მოსახლეობისგან ვიბარებთ, ამ ეტაპზე ხდება ტყის ვაშლის (ე.წ. მაჟალოს), ასკილის, ველური მოცვის, ქაცვის, ცოტა რაოდენობით მსხლის, მალინის ფოთლების, ასევე მაყვლის ნაყოფისა და ფოთლების ჩაბარება. ამ პროდუქტებისგან მზადდება ხილის ჩაის ინგრედიენტები, რაც ძირითადად ექსპორტზე გადის. შარშანდელთან შედარებით საექსპორტო მაჩვენებლები არ შეცვლილა, შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი მეტია კიდეც. მოთხოვნაც სტაბილურადა, ჯერჯერობით გერმანიის ბაზარზე ვმუშაობთ, მიწოდების ჯაჭვი არ დარღვეულა, რაც შექმნილ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. ბაზრის დივერსიფიცირებას ვგეგმავთ, თუმცა ეს მხოლოდ სამომავლო პერსპექტივაში. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ხილის ჩაის არ ვაწარმოებთ, თუმცა ჩვენი წარმოების დაახლოებით 1%-ს ვაწვდით  ქართული ჩაის ერთ-ერთ კომპანიას, რაც ძალიან მიზერული რაოდენონაა", - ამბობს ხუციძე report.ge-თან.

მისი თქმით, საწარმო მთლიანად ჯანმო-ს რეკომენდაციებით მუშაობს. საწარმოს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბიზნესის სტაბილური მუშაობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ დასაქმებულებმა ეპიდემიის აცილების მიზნით რეკომენდაციები დაიცვან, რადგან, როგორც მინდია ხუციძე ამბობს, ეპიდემიის ერთი დადასტურებული შემთხვევაც საკმარისია, რომ საწარმოო პროცესი გაჩერდეს, რაც ბიზნესში დიდ დანაკარგს გამოიწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system