თავში

როგორ მუშაობენ სამშენებლო კომპანიები პანდემიისას

როგორ მუშაობენ სამშენებლო კომპანიები პანდემიისას
როგორ მუშაობენ სამშენებლო კომპანიები პანდემიისას

„ინფრასტრქუტურულ პროექტებში ჩართულ კომპანიათა უმეტესობა უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა და კრიზისული პერიოდის შემდგომ აგრძელებს სამუშაოების წარმოებას. მოხარული ვართ რომ კომუნიკაცია სამინისტროს მხრიდანაც აქტიურია განსაკუთრებით ასეთ პერიოდში, როდესაც ბევრი რისკის წინაშე ვდგავართ, უკეთესად უნდა დავგეგმოთ მომავალი პერიოდი“,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარაშვილმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ღია კარის დღეზე განაცხადა.

მისი თქმით, შემოწმებული სამშენებლო კომპანიები დაწესებული ნორმების დაცვას მაღალი სიმკაცრით განაგრძოებენ.

„კრიზისის დროს, წინა ორი თვის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც შემსყიდველებთან, ასევე განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროსტან და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან. ძალიან ბევრმა კომპანიამ უკვე გაიარა შემოწმება, რომლებიც დღემდე აგრძელებენ მაღალი სიმკაცრით ნორმების დაცვას. გარკვეული ნორმების დაცვა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით სიმაღლეზე მუშაობის დროს პირბადის ტარება, თუმცა კომპანიები ცდილობენ რომ ამან არ იმოქმედოს სამუშაოების შესრულების ხარისხზე“,- აღნიშნა ანა საბახტარაშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციაა სამშენებლო კომპანიებს მიაწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system