თავში

როგორ მუშაობს აგროდაზღვევა საქართველოში

როგორ მუშაობს აგროდაზღვევა საქართველოში
როგორ მუშაობს აგროდაზღვევა საქართველოში

"აგროდაზღვევა იმ სქემით, რომელსაც ჩვენ ვთავზობთ ფერმერებს და შეფასებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთ-ერთ საინტერესო და კარგ მოდელად" - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, სოფლის მეურნეობით დაკავებული ფერმერები იყვნენ დაზღვეულნი სრულად, თუმცა ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ სრული დაზღვევა და სრული დაფარვა იქნება. მისივე თქმით, ზოგადად მსოფლიოში აგროდაზღვევის ერთი წარმატებული და განსაკუთრებული მოდელი არ არსებობს. 

„არის შედარებით წარმატებული აგროდაზღვევის სქემები ესპანეთში, თურქეთში, აშშ-ში საინტერესოა ჰიბრიდული მოდელი. ზოგადად, ეს აგროდაზღღვევა რთული და გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის. საქართველომ შეძლო მეტნაკლებად მოქნილი მოდელის შექმნა, რომელიც ერთის მხრივ, კერძო სადაზღვევო კომპანიების პროდუქტის განვითარებას უწყობს ხელს და არ შედის სახელმწიფო კონკურენციაში და მეორეს მხრივ, დაცული უნდა იყოს ჩვენი ფერმერების უფლებები. მე არ ვამბობ, რომ ეს იდეალურია. 2014 წლიდან დღემდე ვითარდება, ყოველ წელს ხდება პირობების დახვეწა,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაზღვეული მოსავლის ღირებულება 159 მლნ ლარს აღემატება. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17,000-მდე პოლისი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 %-ით მეტია. უწყების ინფორმაციით, დაზღვეულია 20,000 ჰექტრამდე მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 159 მლნ ლარს აღემატება.

ციფრების ზრდის მიუხედავად, აგროსპეციალისტები თვლიან, რომ აგროდაზღვევა საქართველოში კვლავ დაბალ დონეზეა.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფუნქციონირებს. დღემდე, პროგრამის მიმდინარეობის 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system