თავში

როგორ მუშაობს არბიტრაჟი საქართველოში

როგორ მუშაობს არბიტრაჟი საქართველოში
როგორ მუშაობს არბიტრაჟი საქართველოში

საქართველოში საარბიტრაჟო სისტემა საქმიანობის 10 წელს ითვლის

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკური მრჩეველთა ჯგუფის წევრი და არბიტრი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, არბიტრაჟი, დავის გადაწყვეტის კუთხით, სანდოა ბიზნესისთვის და გარკვეული გამოწვევების მიუხედავად, იგი ბიზნესისთვის დავების მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.

რაც შეხება სისტემურ ხარვეზს, აკაკი ჩარგეიშვილი ფიქრობს, რომ საარბიტრაჟო პრაქტიკასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი დახვეწას საჭიროებს.

,,არბიტრაჟი საქართველოსთის ახალი ინსტიტუციაა, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. გარკვეული ღონისძიებები ამ მიმართულებით გადაიდგა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რეგლამენტირებულად მოქმედებს საარბიტრაჟო სასამართლო, დღესაც მზადდება პაკეტების გარკვეული ცვლილებები, რამაც უნდა დახვეწოს საარბიტრაჟო პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ამ პროცესში ჩართულია იუსტიციის სამინისტროს შესაბემისი სამსახურები და ეს მხარდაჭერა რეალურად საარბიტრაჟო გილდიაში ნამდვილად იგრძნობა. რაც შეეხება სხვა ნაწილს, ცხადია, რომ სასამართლოებისთვის და ზოგადად ამ უწყებებისთვის ეს ახალი ინსტიტუტია და სასამართლოები უფრო მეტად ცდილობენ გადაარჩინონ საარბიტრაჟო შეთანხმება. ეს ნიშნავს, რომ მხარეთა სურვილია, არბიტრაჟმა განიხილოს დავა, მაგრამ მეორეა იურიდიული მხარე, კანონის შესაბამისად არსებობს თუ არა ამ ტიპის შეთანხმებები. შეიძლება, გარკვეული ხარვეზია, ზოგჯერ გადამეტებულია მიდგომაც, მაგრამ მთლიანობაში ის, რომ საარბიტრაჟო ინსტიტუტების გაძლიერებას მხარდაჭერა აქვს, ცალსახაა. ჩვენ ძირითადად გვაქვს სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები, როცა უშუაოდ მხარეები გადაწყვეტენ, რომ იგი არბიტრაჟმა განიხილოს. არაერთხელ გვინახავს სასამართლოდ გადატვირთულობა, რიგითობა და სხვა საკითხი, რაც არბიტრაჟისთის პრობლემას არ წარმოადგენს. მომავალში აუცილებელია არბიტრაჟები, ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე, გახდნენ ის ინსტიტუტები, რომლებიც შეძლებენ, რომ განიხილონ ბიზნეს-დავები, იმის მიუხედავად, ვინ იქნება მოპასუხე - ბიზნესი, სახელმწიფო თუ კერძო პირი", - აღნიშნავს ჩარგეიშვილი და საერთაშორისო გამოცდილებაზეც დასძენს.

,,საერთაშორისო პრაქტიკიდან განსხვავებით, საქართველოში არბიტრაჟზე მოთხოვნა ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა. საერთაშორისო პრაქტიკას რაც შეეხება, განსაკუთრებით მახსნდება ხადაროვსკის საქმე, როცა ბიზნესმენმა   სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციას, შვედეთში მიღებული გადაწყვეტილებით მოუგო კონკრეტულ ბიზნესთან დაკავშირებული დავა. საერთაშორისო პრაქტიკა გაგვაჩნია, თუმცა ქვეყნის შიგნის ასეთი დავების სიმრავლე არ შეიმჩნევა. ერთია,  რა მხარდაჭერა აქვს მართლმსაჯულებას არბიტრაჟებთან მიმართებაში და მეორე, რამდენად დატვირთული არიან არბიტრები, უფრო მეტად გაუხსნან გზა სახელმწიფოს საარბიტრაჟო ურთიერთობებს, რომ არ ეშინოდეთ სახელმწიფოს არბიტრაჟში მონაწილეობა, ეს არის მთავარი არგუმენტი, რადგან ბიზნესთვის მნიშვნელოვანია, თავს ნეიტრალურად გრძნობდეს და სახელმწიფო სასამართლო სისტემაში ნაკლებად მონაწილეობდეს, რომ მხარეები თავიანთ მიდგომებში უფრო თამამები და გაბედულები იყვნენ", - აცხადებს ჩარგეიშვილი report.ge-თან. 

ცნობისთვის, როგორც report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, არბიტრაჟის შესახებ კანონის მიღებიდან 10 წლის თავზე, საქართველოს არბიტრებმა და მართლმსაჯულების სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, საგანმანათლებლო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიღწეული შედეგები შეაჯამეს და არბიტრაჟის განვითარების სამომავლო გზებზე იმსჯელეს.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2016 წლიდან ხელს უწყობენ საქართველოში დავების ალტერნატიულ მოგვარების მექანიზმების - მედიაციისა და არბიტრაჟის - განვითარებას. ეს დახმარება ევროკავშირის მასშტაბური პროგრამების, EU4Justice და EU4Business ფარგლებში ხორციელდება და მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარებას და კერძო სექტორის განვითარებას ემსახურება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system