თავში

როგორ მუშაობს ბორჯომის აგრარული ბაზარი

როგორ მუშაობს ბორჯომის აგრარული ბაზარი
როგორ მუშაობს ბორჯომის აგრარული ბაზარი

ბორჯომში აგრარულმა ბაზარმა მუშაობა რამდენიმე დღეა განაახლა და დღეს  ბაზარში არსებულ ვითარებას მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნო. 

მისი განმარტებით, ბაზარში სავაჭრო პროცესი დადგენილი წესებისა და რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

ბაზრის შესასვლელშივე მობილიზებული პერსონალი, ყველა მომხმარებლის თერმოსკრინინგს ახორციელებს.

მოქალაქეებისათვის აუცილებელი ვალდებულება პირბადის ტარება და შემოსვლისთანავე ხელების სპეციალური ხსნარით დამუშავებაა. 

შენობაში გამიჯნულია შესასვლელი და გასასვლელი ადგილები, დახლები განთავსებულია შესაბამისი დისტანციის დაცვით, ავტომანქანებისთვის გამოიყო პარკირების ადგილი.

ტერიტორიაზე ინტენსიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. 

ბაზარსა და ქალაქში არსებულ მაღაზიებში რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგს სხვადასხვა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი ახორციელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system