თავში

როგორ მუშაობს საზოგადოებრივი ტრასპორტი

როგორ მუშაობს საზოგადოებრივი ტრასპორტი
როგორ მუშაობს საზოგადოებრივი ტრასპორტი

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღადგინეს ზუსტად იმ წესებით, რაც მოქმედებდა მის გაუქმებამდე. უსაფრთხოების არანაირი დამატებით ზომები არ მიუღიათ. გარდა პირბადისა, არცერთი საერთაშორისო რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივ ტრანსპორტშიმაშინ რაღას აუქმებდით?" - ასე აფასებს სატრრანსპორტო სფეროს სპეციოალისტი დავით მესხიშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეღტკვირიან მუშაობას და ამბობს, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ ტრანსპორტში არაა გათვალისწინებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე დამტკიცებული რეკომენდაციები.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი აქვეყნებს ევროპაში მოქმედ მოთხოვნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის:

1. მუნიციპალიტეტებში გაზარდეთ ავტობუსების რაოდენობა მინიმუმ ორჯერ. რაოდენობის გასაზრდელად გამოიყენეთ საქალაქთაშორისო ავტობუსები, აგრეთვე ტურისტულ კომპანიებზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები.

2. ამ გზით შემცირდება ლოდინის დრო, აგრეთვე, საზ-ტრანსპორტში შემცირდება მგზავრებს შორის სიმჭიდროვე; მაგალითად, დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობა გაზარდეთ 1 500-მდე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ხარჯზე; საზ-ტრანსპორტი მგზავრებით უნდა დაიტვირთოს მხოლოდ 50 %-ით;

3. ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და ტაქსიშიც დაამონტაჟეთ მძღოლის სივრცის მგზავრებისგან გამოსაყოფი დამცავი-კაბინა;

4. ჩამოაყალიბეთ დროებითი სამსახური: „მგზავრის დამხმარე პერსონალი“, რომლის მთავარი ფუნქციაა, მგზავრებს ადგილზე მიაწოდოს რეკომენდაციები, გააცნოს წესები და მიუთითოს მათი დაცვისკენ. ჩვენ შემთხვევაში, ასეთი ფუნქცია გადამზადების შემდეგ შეიძლება დაეკისროს „კონტროლიორებს“;

5. დააწესეთ ყოველდღიური კონტროლი მძღოლების ჯანმრთელობაზე;

6. განალაგეთ სპეციალური ნიშნულები და დისტანციის მიმთითებელი ნიშნები ყველა სატრანსპორტო საშუალებაში, ავტობუსში, მიკროავტობუსში, ავტოსადგურში, გაჩერებაზე, მეტროს მოსაცდელ სადგურსა თუ მატარებლის ვაგონში;

7. მონიშნეთ დასაჯდომი ადგილები, რათა მგზავრებმა დაიცვან მოთხოვნილი მანძილი. შეამოწმეთ ნიშნულები ყოველდღიურად, რომ მისი დაზიანების ან მოძრობის შემთხვევაში დროულად შეცვალოთ ახლით;

8. მგზავრები ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომისას სარგებლობენ სხვადასხვა კარით;

9. საზ-ტრანსპორტში დაამონტაჟეთ მოწყობილობა (სანიტაიზერი) ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარის მისაღებად;

10. ჩაატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ავტობუსების გაჩერებებზე, ავტოსადგურებში, მეტროსადგურებში და თავად სატრანსპორტო საშუალებებში. აგრეთვე მეტროსა და მატარებლების ვაგონები დაამუშავეთ შესაბამისი ხსნარით; 

დავით მესხიშვილის თქმით, ჩამოთვლილი 10 მოთხივნიდან საქართველოს ტრანსპორტში ნაწილობრივ სრულდება მხოლოდ ბოლო, მეათე მოთხოვნა, რომელიც დეზინფექციას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system