თავში

როგორ მუშაობს "სოკარი" საგანგებო მდგომარეობის პირობებში

როგორ მუშაობს "სოკარი" საგანგებო მდგომარეობის პირობებში
როგორ მუშაობს სოკარი საგანგებო მდგომარეობის პირობებში

"მომხმარებლისათვის უკვე ღიაა ვეი მარტის 24 მაღაზია და 60 ავტოგასამართი სადგური," - ამის შესახებ report.ge-ს SOCAR Georgia Petroleum-ში განუცხადეს.

ქმედითი ავტოგასამართი სადგურების სია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროებით გამკაცრებასთან დაკავშირებით, დროებით დაიხურა სოკარის მომსახურების ცენტრები.

მუშაობა შეწყვილი იყო ვეი მარტის ქსელის მარკეტებსა და ავტოგასამართი სადგურების ნაწილში. 

ცნობისთვის, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში აღნიშნული ობიექტები 1 კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, კომპანია „სოკარმა“ StopCoV ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

ამავე ფონდს Socar Energy Georgia- ს აღმასრულებელმა დირექტორმა მახირ მამედოვმა 25 000 ლარი შესწირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system