თავში

როგორ მუშაობს stopcov ფონდი

როგორ მუშაობს stopcov ფონდი
როგორ მუშაობს stopcov ფონდი

სახელმწიფოსა და ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის და თანამშრომლობის მაგალითია ის, რომ შეიქმნა stopcov ფონდი, სადაც აკუმულირდება მოქალაქეებისა და ბიზნესის მერ შემოწირული თანხები, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესმენებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე 40-მდე კომპანიამ გამოხატა სურვილი და ისინი პერიოდულად გასცემენ თავიანთ კონტრიბუციას ამ გამოწვევასთან ბრძოლის კუთხით.

"შემოწირული თანხები, რომელიც მიზნობრივად განაწილდება და მოხმარდება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფას, ამის საჭიროების შემთხვევაში და სამედიცინო სისტემის და ჩვენი მედიკოსების მხარდაჭერას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი და სახელმწიფო. მიმდინარეობს ჩარიცხვები. ეს ინფორმაცია იქნება სრულიად ტრანსფარენტული“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა და დასძინა, რომ დღეს ქართული ბიზნესი არის სრულად მობილიზებული კორონავირუსის წინააღმდეგ, როგორც პირდაპირი მხარდაჭერის, ასევე საკუთარი თანამშრომლების დასაქმების უზრუნველყოფის კუთხით.

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესომბუდსმენთან გამართული შეხვედრის შემდეგ stopcov ფონდზე ისაუბრა და ინიციატივა დადებითად შეაფასა "ბრითიშ ამერიქან თობაქოს’’ დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემაც.

ყველა ბიზნესს, ეს იქნება მსხვილი, თუ საშუალო, მოვუწოდებ, რომ ამ ინიციატივას გამოეხმაუროს, stopcov.ge-ზე შექმნილი სპეციალური ფონდი. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, როგორც თამბაქოს ინდუსტრიის დაორგანიზების კუთხით, ისევე, საქართველოში და მარტო თბილისში არის დაახლოებით 3 000 მაღაზია, 600 მაღაზიას უკვე დავეხმარეთ სადეზინფექციო საშუალებებით, ხელთათმანებით და პირბადეებით. ჩვენ გავაგრძელებთ სხვა მთელი რიგი აქტივობების განხორციელებას“, - განაცხადა „ბრითიშ ამერიქან თობაქოს’’ დირექტორმა.

ცნობისთვის, დღეს ფონდში უკვე აკუმულირებულია 1 მილონ 370 ათასი ლარი.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარული ინიციატივების კოორდინაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეთავაზებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი სწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system