თავში

როგორ მუშაობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა

როგორ მუშაობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა
როგორ მუშაობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელ პირებთან ერთად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ეწვია და სამუშაო პროცესს გაეცნო.

რწმუნებულის შეფასებით, კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს დასაქმებულებზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ასრულებს.

"მისასალმებელია, რომ ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილებს ვინარჩუნებთ და ვმუშაობთ ისეთ რეჟიმში, სადაც უნდა იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და უნდა იყოს მორგებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. აქ დასაქმებული თითოეული ადამიანის როლი და წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის წინსვლაში განსაკუთრებით ასეთ დროს და მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული", - განაცხადა შალამბერიძემ.

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე დღეს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ტარდება, შენობებთან, დამონტაჟებულია ანტისეპტიკური მოწყობილობები, ტერიტორია სველი წესით მუშავდება. დასაქმებულები აღჭურვილები არიან რესპირატორებითა და სამედიცინო ხელთათმანებით, ყოველდღიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგის პროცესი, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სასადილოების მუშაობა დროებით შეიზღუდა და დასაქმებულთათვის საკვების მიწოდება მშრალი ულუფების სახით ხდება, დასაქმებულთა სამუშაო ადგილებამდე უსაფრთხო გადაყვანისთვის კომპანიამ დამატებით ავტოტრანსპორტი გამოყო, რაც შესაძლებლობას იძლევა, თანამშრომლებმა სოციალური დისტანცია დაიცვან.

"COVID19-ის გამო დღეს მსოფლიო და საქართველო რთული გამოწვევის წინაშე დგას. ერთის მხრივ, ქვეყანა უხილავ მტერს, ვირუსს ებრძვის, მეორეს მხრივ კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის გადარჩენა. ამ ფონზე, აუცილებელია, „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო პროცესის შეუფერხებელი და უწყვეტი მუშაობა და ჩვენ ეს შევძელით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, თავდაუზოგავად მუშაობენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს", - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 "ჯორჯიან მანგანეზი" ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. მას ამჟამად, ჯამში, დასაქმებული ჰყავს 5 000-ზე მეტი ადამიანი, ასევე 2000-მდე კონტრაქტორი პირი. დღეს კომპანიას თავისი წილით ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე ადგილი უჭირავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system