თავში

როგორ ნაწილდება მობილურ ოპერატორთა ბაზარი

როგორ ნაწილდება მობილურ ოპერატორთა ბაზარი
როგორ ნაწილდება მობილურ ოპერატორთა ბაზარი

მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2019 წლის ბოლოსთვის ასე განაწილდა: „მაგთიკომი“ - 41%, „სილქნეტი“15 - 33%, ხოლო „ვიონი საქართველო“ - 26%.

როგორც კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშიდან ირკვევა, 2019 წელს, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 499 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2018 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 3.8%-ით - 18 მლნ ლარით მეტია. საცალო შემოსავლებში „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 46%, „სილქნეტის“ - 36%, ხოლო „ვიონი საქართველოს“ - 18%-ია. 2018 წელთან შედარებით, შემოსავლების საბაზრო წილი გაზრდილი აქვს „ვიონი საქართველოს“.

ოპერატორების ჭრილში 2019 წლის IV კვარტლის მონაცემებით, ARPU-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „მაგთიკომს“ აქვს, შემდეგ „სილქნეტს“, ხოლო მობილურ კავშირზე ყველაზე მცირე თანხას „ვიონი საქართველოს“ აბონენტები ხარჯავენ.

2019 წელს იურიდიული პირი აბონენტების ARPU-ს მაჩვენებელი გაზრდილია და აღემატება ფიზიკური პირი აბონენტების ARPU-ს მაჩვენებელს, რაც 2018 წელს ფასწარმოქმნის რეგულირების გამკაცრებასთან და ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორების შედეგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system