თავში

როგორ ნაწილდება საქართველოს ჰოსპიტალური ბაზარი

როგორ ნაწილდება საქართველოს ჰოსპიტალური ბაზარი
როგორ ნაწილდება საქართველოს ჰოსპიტალური ბაზარი

ჯანდაცვის სექტორის საოპერაციო და ფინანსური ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მასშტაბის მიღწევაა, თუმცა სექტორი კვლავ ფრაგმენტულია.

ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოში კერძო, მოგებაზე ორიენტირებული საავადმყოფოების ხვედრითი წილი საავადმყოფოთა მთლიან რაოდენობაში 86%-ს შეადგენს, დანარჩენი 14% (ძირითადად სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები, როგორებიცაა ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური და ა.შ.) კი სახელმწიფო საკუთრებაშია.

აქვე აღნიშნულია, რომ ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა 5.6% CAGR-ით 551 ათასამდე გაიზარდა 2009-19 წლებში.

2019 წლის მდგომარეობით ბაზარი ჰოსპიტალების წილის მიხედვით ასე ნაწილდება: საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა, ჰოსპიტალიზაციების  ბაზრის 17%-ით. ავერსი და ჯეო ჰოსპიტალსი მე-2 და მე-3 უმსხვილესი კომპანიებია, ჰოსპიტალიზაციების შესაბამისად 8% და 6%-იანი წილით. სხვა საავადმყოფოების წილი ჰოსპიტალიზაციებში 2% ან ნაკლებია. 

"DGR მოდელის დანერგვა, სავარაუდოდ, წაახალისებს კომპანიების კონსოლიდაციას და შეამცირებს ბაზრის ფრაგმენტულობას," - წერია მიმოხილვაში. 

კერძო ჯანდაცვის შემოსავლები 2 მლრდ ლარის ფარგლებშია.საყოველთაო ჯანდაცვა კერძო ჯანდაცვის სექტორის შემოსავლების დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system