თავში

როგორ პასუხობს ქართული წარმოება ნატურალურ წვენებზე გაზრდილ მოთხოვნას

როგორ პასუხობს ქართული წარმოება ნატურალურ წვენებზე გაზრდილ მოთხოვნას
როგორ პასუხობს ქართული წარმოება ნატურალურ წვენებზე გაზრდილ მოთხოვნას

ევროპის ბაზარზე ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მეტიც, როგორც PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული, წვენები იმ ტოპ-10 საიმპორტო პროდუტს შორის მოხვდა, რომელსაც ევროკაშირის ქვეყნები ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობენ.

ევროპამ 2015 წელს 2,414 მლრდ აშშ დოლარის ხილისა და ბოსტნეულის წვენების იმპორტი განახორციელა, 2016 წელს - 2,522 მლრდ აშშ დოლარის, ხოლო 2017 წელს -2, 533 მლრდ აშშ დოლარის.

წვენის ერთ-ერთი მსხვილი ქართველი მწარმოებელი "კამპა" საკუთარი პროდუქციის მხოლოდ 10%-ის აექსპორტებს აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში და არაბულ ქვეყნეში. როგორც კომპანიის დირექტორმა სანდრო ბუაძემ გვითხრა, „კამპას“ წვენები ჯერ-ჯერობით ევროპის მიმართულებით არ გადის, თუმცა საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის კომპანიის მენეჯმენტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპის ქვეყნებთან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუმინეთთან და ბულგარეთთან. 

ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში უკვე გადის "კულას" წვენები,თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ვანო გოგლიძემ, გვითხრა, შედეგი არ აკმაყოფილებთ და ექსპორტის ზრდის გეგმაზე მუშაობენ.

"ჯამში, ჩვენი პროდუქციის 60% გადის ექსპორტზე, თუმცა ამ მაჩვენებლის გაზრდას ვაპირებთ. ამასთან, ახალი ქვეყნების ათვისება გვინდა. უცხოა ჩვენთვის აზიის ბაზარი და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვემზადებით ჩინეთში ექსპორტისთვის“,-ამბობს ვანო გოგლიძე და აღნიშნავს, რომ ქართული პრუდუქცია უცხოეთში აინტერესებთ და ძალიან მოთხოვნადია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 8 თვეში (იანვარი-აგვისტო) საქართველოდან ჯამში 4, 583 მლნ აშშ დოლარის ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 4,053 მლნ აშშ დოლარის. გასულ წელს საქართველოდან 8, 705 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system