თავში

როგორ სარგებლობს აჭარის მოსახლეობა აგრობარათებით

როგორ სარგებლობს აჭარის მოსახლეობა აგრობარათებით
როგორ სარგებლობს  აჭარის მოსახლეობა აგრობარათებით

აჭარაში მიწების დამუშავების პროცესი გააქტიურდა. როგორც რეგიონში მცხოვრები ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში, პაატა აროშიძე ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ხალხი აგრობარათებს მიზნობრივად იყენებს და ცდილობს, რეგიონის მასშტაბით, არსად არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. პაატა აროშიძის ინფორმაციით, აჭარის მოსახლეობამ ფაქტობრივად, ორმაგი შეღავათით ისარგებლა და დახმარება მიიღო როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგანაც.

,,აგრობარათების გამოყენება მთლიანად დაკავშირებულია იმაზე, იმყოფება თუ არა ადამიანი სოფლად და რამდენად ეწევა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. წელს ბევრი, რომელიც სოფლისგან დაშორებული იყო და წლების განმავლობაში არ ჩამოდიოდა, მიწის დამუშავება შეძლო. ვფიქრობ, რომ აგრობარათებს მეტი მიზნობრივი გამოყენება ექნება, ვიდრე წინა წლებში ფიქსირდებოდა. იყო შემთხვევები, როცა აგრობარათებს ყიდნენ, ანაღდებდნენ ან სხვას აძლევდნენ.  ამ ეტაპზე ასეთი ტენდენცია არ შეინიშნება. აგრარული დანიშნულება ბარათს არ დაუკარგავს. პანდემიამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის განვითარებას. მოქმედი პროგრამებიც გულისხმობს, რომ აგრარულ სექტორი გააქტიურდეს და ეს წარმოების ტემპზეც აისახოს. ადრე მუდმივად იყო პრობლემა, როცა მოქალაქეები რეგისტრირებულ მიწებს არ ამუშავებდნენ ან სხვა იყენებდა. წელს აქაც ცვლილებაა, მაქსიმალურად ისარგებლეს პროგრამით და  ის მიწების კი დაამუშავეს, რაც ადრე უქმად ცდებოდა, მაგალითად, გეოგრაფიულად ცუდი მდებარეობა ჰქონდა, დაბალმოსავლიანი იყო და სხვა. ახლა ასეთი სიტუაცია არ არის, ხვნის პროგრამა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაუფინანსა ადგილობრივმა ბიუჯეტმა, რის გარდაც, მათ საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტითაც ისარგებლეს. ფაქტობრივად, ხალხმა ორმაგი შეღავათი მიიღო", - აღნიშნა პაატა აროშიძემ report.ge-თან საუბრისას. 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით მხოლოდ აჭარაში 6000 ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. როგორც მინისტრმა ტიტე აროშიძემ ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში შესრულებული პროგრამების პრეზენტაციისას განაცხადა,  2 ათასი ჰა უფასოდ დაიხვნება, უკვე დაიხნა 1 400 ფართობი. მისივე ინფორმაციით, აჭარაში 1,3 მ,ლნ ჩითილი იქნება წარმოებული, საიდანაც 1 მლნ უფასოდ გაიცა. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 1,2 მილიონ ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system