თავში

როგორ შეამოწმებენ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს

როგორ შეამოწმებენ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს
როგორ შეამოწმებენ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს

საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან დაიწყებს, შესაბამისად ქვეყანა ამზადებს შიდაპროტოკოლს, როგორ შეამოწმებენ COVIDუსაფრთხოებაზე ჩამოსულ სტუმრებს და რა პროცედურების გავლა მოუწევთ მათ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს რამდენიმე შესაძლებლობას შესთავაზებენ.

ტიკარაძის თქმით, ტურისტების შემთხვევაში მხოლოდ თერმო სკრინინგი საკმარისი არ იქნება.

მინისტრი განმარტავს, რომ ჯანმრთელობის საერთაშორისო პროტოკოლით, ყველა ქვეყანა ვალდებულია გაასაჯაროოს სანდო ლაბორატორიების ჩამონათვალი. სწორედ ასეთ ლაბორატორიებში ჩატარებული არაუმეტეს 72 საათიანი დაყოვნების ტესტს აღიარებს საქართველო ტურისტების მიღებისას.

"ვმსჯელობთ იმ შესაძლებლობებზე, თუ რომელ ლოკაციებზე გვექნება შესაძლებლობა გვქონდეს ლაბორატორიული მომსახურება პარალელურად და გარკვეული დაყოვნების შემთხვევაში, ტურისტმა ადგილზე მიიღოს ეს მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ მას ეს არ აქვს გაკეთებული საკუთარ ქვეყანაში“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი და განმარტავს, რომ ქვეყნისთვის უფრო მარტივი და მისაღებია ტურისტები იყვნენ დავალი COVID რისკის ქვეყნებიდან, თუმცა ამავდროულად, მთავრობა კარგად იაზრებს იმასაც, რომ იქნებიან სხვა ტურისტებიც, რომელთა კონტროლისთვის, ტიკარაძის თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სიტემა მზადაა.

"საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც მუდამ მზადაა მიიღოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტი და ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობები“, – აღნიშნავს მინისტრი. 

შეგახსენებთ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ასოცოაციამ ტურისტებისთვის ახალი პროტოკოლი შეადგინა, რომლის მიხედვითაც, გამკაცრებულია აეროპორტში მგზავრის გასავლელი ეტაპები.

სხვა პროცედურებთან ერთად, აუცილებელი იქნევა სტუმრის COVID ტესტირება.

მოუწევთ თუ არა ტურისტებს 14-დღიანი კარანტინის გავლა, ჯერ გადაწყვეტილი არაა, რადგან აქ ორმხრივი შეთანხმებაა საჭირო ქვეყნებს შორის.

ცნობისთვის, ახალი პროტოკოლით, მოგზაურობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა COVID პასპორტის ფლობაა.

ცნობისთვის, პირველ ტურისტებს საქართველო ისრაელიდან მიიღებს.

ეკონომიკის მინისტრმა გუშინ დაასახელა ის ქვეყნები, რომლის მთავრობებთან ტურისტების მიღებაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ესენია: პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ახლა ბალტიისპირეთი და ჩვენი რეგიონის ქვეყნები.

მინისტრის თქმითვე, იწყება საფრანგეთთან კომუნიკაციაც ამ საკითხზე.

36 ავიაკომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა, თუმცა გუშინ ამ ავიაკომპანიათა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

მთავრობისთვის დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენა პრიორიტეტულია.

უკვე ცნობილია, რომ Ryanair-ი ფრენებს საქართველოში ივლისიდან დაიწყებს.

ფრენებს საქართველოში ივნისიდან განაახლებს Turkish Airlines-იც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ქვეყნის აეროპორტები და ავიაცია უსაფრთხო ფრენების განახლებისთვის მზადაა.

მთავრობას ტურიზმის გაიდლაინების პირველი პროექტი მზად აქვს და უსაფრთხო, მწვანე, ზონებისთვის დადგენილი სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.

ცნობისთვის, საქართველო მსოფლიო ტურიზმის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის, ხოლო 1 ივლისიდან უცხოელი ვიზიტორების მისაღებად ემზადება.




შეგახსენებთ, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system