თავში

როგორ შეიძლება დაიძრას ნავთობისა და გაზის ადგილობრივი წარმოება

როგორ შეიძლება დაიძრას ნავთობისა და გაზის ადგილობრივი წარმოება
როგორ შეიძლება დაიძრას ნავთობისა და გაზის ადგილობრივი წარმოება

შავ ზღვაზე საქართველოს წყლებში საძიებო სამუშაებს მალე ავტორიტეტული ავსტრიული კომპანია OMV Petrom დაიწყებს.

report.ge დაინტერესდა რამდენად მდიდარია საქართველო ნავთობისა და გაზის საბადოებით.

როგორც ექსპერტი ნავთობისა და გაზის სექტორში სოსო ღუდუშაური განმარტავს, საქართველოში დღემდე აღმოჩენილია 16 საბადო და ამ საბადოებიდან ჯამურად მოპოვებულია 27 მლნ ტონა ნავთობი და 3 მილიარდ კუბ.მეტრზე მეტი გაზი. საბჭოთა პერიოდში აღმოჩენილი ამ საბადოებიდან მოსაპოვებელი დარჩა დაახლოებით 5 მლნ ტონა ნავთობი და 4-5 მლრდ კუბ.მეტრი გაზი.

ღუდუშაურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 5 საბადო, თუმცა მათი კომერციულობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მათგან საშუალოდ 60 მლნ ტონა ნავთობის და 7 მლრდ კუბ. მეტრი გაზის მიღება იქნება შესაძლებელი.

ექსპერტის თქმით, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველო წლიურად 3.3 მლნ ტონა ნავთობსა და  300 მლნ კუბ. მეტრ გაზს მოიპოვებდა. დღეს ამ რესურსების შიდამოპოვება შემცირებულია და დარგი კომერციული თვალსაზრისით ჩრდილში მოექცა და ხელისუფლებისთვისაც ეს დარგი ნაკლებად პრიორიტეტულია, რაც, ექსპერტის შეფასებით, სწორი არა არის.

"საბჭოთა პერიოდში ყველაფერი იყო ცენტრალიზებული, ნავთობისა და გაზის ძებნა ძიება მიმდინარეობდა სახელმწიფოს ფინანსებით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ მეორე უკიდურესობაში გადავედით. მთავრობამ შეწყიტა ფულის ჩადება ამ სფეროში და დარგი მთლიანად აღმოჩნდა დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე. ამის შედეგია ის რომ ახლა ნავთობს მოვიპოვებთ 30 000 – 50 000 ტონის ფარგლებში, ხოლო გაზს 10-15 მლნ კუბ. მეტრს“ , - განმარტავს სოსო ღუდუშაური.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ საკმაოდ რისკიან სექტორში მომპოვებელ ქვეყნებს შორის მაღალი კონკურენციაა, შედეგის მიღებამდე საკმაოდ დიდი ინვესტიციებია საჭირო, პროცესი გრძელვადიანია, ამიტომ ცნობილ კომპანიებს ურჩევნიათ უკვე გახსნილ საბადოებზე შევიდნენ. ამიტომაც უდუშაური ფიქრობს, რომ საქართველომ მიმზიდველი კანონმდებლობით და ხელსაყრელი პირობებით უნდა შეეცადოს შემოიყვანოს ქვეყანაში ნავთობკომპანიები. გარდა ამისა ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული პროპორციით შესვლა ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში, დაძრვას ამ დარგს, რადგან ეს სტიმულს გაუჩენს მსხვილ და გამოცდილ კომპანიებს, ამ ქვეყანაში შემოვიდნენ.

ცნობისთვის, ექსპერტების შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი საშუალოდ, 1 მლრდ ტონაზე მეტი ნავთობი და 230 მლრდ კუბ.მეტრი გაზი აწარმოოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დაიწყება ბურღვა ისეთ ფართობზე, რომლებიც წინასწარი კვლევით პერსპექტიული რესურსების სტატუსის მქონეა და ჯერ არ არის ათვისებული.

ექსპერტების განმარტებით, ენერგორესურსების მოსაპოვებლად  ახალი ფართობის ათვისების დროს იქ საბადოს აღმოჩენის ალბათობა საუკეთესო შემთხვევაში 20-35%-მდეა, ანუ აქ 2/3 ალბათობაა იმედგაცრუების ანუ, იმისა, რომ საბადო იქ არ აღმოჩნდება.

როგორც ექსპერტი ნავთობისა და გაზის სექტორში სოსო ღუდუშაური განმარტავს, საქართველოში გამოვლენიალია 50-მდე საბადო, სადაც არის ნავთობისა და გაზის არსებობის პერსპექტივა. კვლევითი სამუშაობი 2000 წლებში ცნობილმა კომპანია „ანადარკომ“ ჩაატარა.

კომპანიის პროგნოზით, საქართველოს შელფზე არსებობს რესურსი საშუალოდ 100 მლნ და მაქსიმუმ 2.8 მილიარდი ტონა ნავთობის ამოღების პერსპექტივა. აღმოჩენილი 50 საბადოდან 10 შავ ზღვის შელფზე არსებული სტრუქტურებია, ნავთობისა და გაზის მარაგების არსებობაა ნავარაუდევი. ექსპერტი ამბობს, რომ მათი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთის წყლებშია, ნაწილი საქართველოს კონტოლირებად წყლებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system