თავში

როგორ შეიძლება გაიზარდოს ღორის ხორცის წარმოება საქართველოში

როგორ შეიძლება გაიზარდოს ღორის ხორცის წარმოება საქართველოში
როგორ შეიძლება გაიზარდოს ღორის ხორცის წარმოება საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში ღორის სულადობრივი რაოდენობა 205.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 1.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

აგროსპეციალისტების განმარტებით, ღორის წარმოება ფერმერებმა და შინამეურნეებმა იმიტომ გაზარდეს, რომ კორონავირუსის გამო საოჯახო მარაგების გაკეთება და სურსათის თვითუზრუნველყოფას შეეცადნენ.

ასეა თუ ისე, ღორის ხორცის ზრდა დადებით მოვლენად ფასდება აგროსპეციალისტებისგან. 

აგროკონსულტატნტების მტკიცებით, მხვილფეხა რქოსანი პირუტყვის(მრპ) ხორცის წარმოება ითვლება უფრო ინერტულ დარგად, ვიდრე ღორისა და ფრინველის წარმოება. მიზეზი შემდეგში მდგომარეობს: მეფრინველეობაში ჩადებული კაპიტალის ამოღებას სჭირდება მიახლოებით 2-3 წელი, ხოლო გაზრდის ციკლს, წიწილიდან მზა პროდუქტამდე - 42-45 დღე, მეღორეობა - რენტაბელობა იწყება 3-5 წლიდან, გაზრდის ციკლი: ძუძუთა გოჭიდან, მზა პროდუქტამდე - 8-11 თვე, ხოლო მეძროხეობაში ჩადებული დანახარჯების ამოღებას სჭირდება მუშაობის 7-9 წელი, გაზრდის პერიოდი ხბოდან, მზა პროდუქტამდე 18-24 თვე, მიმართულების არჩევის დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველ დარგს აქვს თავისი პრიორიტეტები.

რენტაბელობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა ღორის ხორცის წარმოება 38%, შემდეგ მოდის ფრინველის -36%, მრპ-ს და ხბოს - 22% და ცხვრის - 4%.

როგორ ხდება ღორის ჯიშის შერჩევა, - ამ რჩევას ქართველ ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლებითი ცენტრი აძლევს. 

"პროდუქტიულობის მიხედვით ღორის ჯიშებიდან ძირითადად სახორცე უნივერსალური მიმართულების ჯიშებს იყენებენ. მათთვის დამახასიათებელია მაღალი აღწარმოების, გასუქების უნარი და ხორცის მაღალი ხარისხი. სახორცე-საბეკონე მიმართულების ჯიშებსთვის დამახასიათებელია, როგორც მაღალი აღწარმოების და გასუქების უნარი, ასევე უმაღლესი ხარისხის ხორცი. მჭლე ხორცის წარმოებისათვის უნდა ავირჩიოთ მეხორცული და საბეკონე ჯიშები ან მათი ნაჯვარები. თუ ჩვენი მიზანია გოჭების დიდი რაოდენობით მიღება, მაშინ უნდა ავირჩიოთ უნივერსალური მიმართულების ჯიშები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დედისეული და მამისეული ჯიშების სწორად შერჩევას. თანამედროვე ღორის ჯიშებიდან დედისეულ ჯიშებად რეკომენდირებულია - ლანდრასის (დანიური, გერმანული ან შვედური), მსხვილი თეთრი და იორქშირის ჯიშები, ხოლო მამისეულ ჯიშებად - დიუროკის (ამერიკული, კანადური ან ევროპული), ჰემპშირის და პეტრენის ჯიშები. მომთაბარე მეღორეობის ზონაში (აღმოსავლეთ საქართველოს მთავარი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე არსებული ნაყოფისმომცემი ტყეები) აუცილებელია გადაშენების პირზე მისული კახური ღორის და მათი ნაჯვარების გამოყენება დაბალი თვითღირებულებისა და მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე მჭლე ხორცის მისაღებად," - განმარტავენ  აგრომეცნირები. შეგახსენებთ ხორცის იმპორტში საშიში დაავადებების აღმოჩენის ფაქტები არც თუ ისე მცირეა, იმისთვის რომ გაიგოთ, როგორ კონტროლდება ხორცის ხარისხი საქართველოს საბაჟოებზე, რა კეთდება საქართველოში ღორის დაავადებების პრევენციისთვის, ასევე,  როგორ შევიძინოთ უვნებელი ხორცი, იკითხეთ report.ge-ს ანალიტიკა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system