თავში

როგორ შეიძლება ქალაქების "დაჭკვიანება" დუბაის მაგალითზე

როგორ შეიძლება ქალაქების "დაჭკვიანება" დუბაის მაგალითზე
როგორ შეიძლება ქალაქების დაჭკვიანება დუბაის მაგალითზე

დუბაიში მანქანის დაზღვევა, ბავშვის სკოლაში ჩარიცხვა, ავტომობილის მართვის სწავლა და მოწმობის აღება, საბანკო სესხის აღება, თუ ბინის ქირაობა, - ყველაფერი სულ რაღაც რამდენიმე წამში, უსწრაფესად, ინტერნეტის დახმარებით გვარდება. euronews-ის ცნობით, თანამედროვე და ჭკვიანი ელექტროსისტემა ქალაქში იძლევა საჭიროა საგზაო მოძრაობის ანალიზს და ასევე ინფორმაციას მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებაც კი.

დუბაის "ჭკვიან ქალაქად" გადაქცევას ხელი შეუწყო აპლიკაციამ Dubai Today-მ. აპლიკაცია ყველა საჯარო მომსახურებას ერთ პლატფორმაში აერთიანებს.

როგორც პროექტის გენერალური დირექტორი, აიშა ბაინ ბიშრი, განმარტავს, აპლიკაციის დახმარებით, მანქანის მართვის მოწმობის აღება, ავტომობილის შეძენა-რეგისტრაციაა შესაძლებელი. თუ მოქალაქეს სესხის მიღება სჭირდება, განაცხადის შევსება და მასზე პასუხის მიღებაც აპლიკაციის საშუალებით შეუძლია. ამ ეტაპზე კომპანია მუშაობს, აპლიკაციას დაემატოს ავტომობილის საკუთრების გასხვისება და მისი მართვის უფლების გადაცემა მესამე პირისთვის.

euronews-ის ცნობით, აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა. 

ამ ეტაპისთვის აპლიკაციის შემქმნელი კომპანიისთვის გამოწვევად რჩება პირადი მონაცემების დაცულობა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ისინი ამ საკითხზე მუშაობისას ეთიკის სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, რომლის მიხედვითაც თითოეული მომხმარებლის პირადი ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა იყოს.

გამოცემა წერს, რომ ჭკვიანი ელექტრული ბადეების მოწყობა შეამცირებს ბიუროკრატიას და მინიმუმამდე დაიყვანს ქაღალდის მოხმარებას. ნებისმიერი ჭკვიანი ქალაქის ქვაკუთხედი არის მისი ელექტრომომარაგების ეფექტური რეგულირება და ეს ნიშნავს ჭკვიან ელექტრულ ქსელს, რაზეც სწორება მთელმა მსოფლიომ უნდა აიღოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system