
ენერგეტიკოს გია არაბიძის ინფორმაციით, 2030 წლისთვის საქართველოში ემისების მოცულობა 30%-მდე შემცირდება. დღესდღეობით ეს მაჩვენები 62%-ის ფარგლებშია. როგორც ენერგეტიკოსი განმარტავს, აქედან თბოელექტროსადგურების მიერ დახარჯული გაზის გამოფრქვეული ემისიის წილი 15%-ის ფარგლებშია. არაბიძის თქმით, ემისების სიდიდე განახლებად ენერგიაზე მომუშავე სადგურების რაოდენობის ზრდით მნიშვნელოვნად შემცირდება.
,,ემისიების მოცულობა ბოლო 5 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ შეცვლილა. მარალი მაჩვენებელი ძირიტადად განპირობებულია მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოხმარებული ენერგიიდან გამოსული გამონაბოლქვის მაღალი მოცულობით. მაგალითისთვის, თუკი თბოსადგურებმა მოიხმარეს 600 მლნ კუბ/მ გაზი, მოსახლეობამ 1,2 მლნ კუბ/მ გაზი მოიხმარა, რაც ენერგეტიკას დააწვა. ემისიებში ტრანსპორტის წილი 40%-მდეა, ხოლო თბილექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ემისიის მოცულობა 15%-ზე მეტი არ არის. მოსახლეობის მოთხოვნა გაზზე ყოველწლიურად მატულობს, ბუნებრივია, ემისიაც იზრდება. თუმცა ენერგეტიკაში შემცირებისკენ წავალთ მას შემდგომ, როდესაც ჩვენ განახლებად ენერგიაზე მომუშავე სადგურების უფრო დიდი რაოდენობა გვექნება - ,,ნენსკრა" აშენდება, ,,რიონის კასკადი" და ასევე ქარის თბოელექტროსადგური აშენდება. ემისიების წილი მაღალი იყოს ბოლო 5 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, მაგრამ ტენდენციაში, თუ დაიწყება განახლებადი ელექტროენერგიის წყაროების მშენებლობა და მათ მიერ გენერაციაში მიღებული დენის წილის გაზრდა, შესაბამისად, თბოსადგურების ხვედრითი წილი ემეისიაში დაიკლებს. ელექტროენერგიის ზრდამ უნდა გამოიწვიოს გაზის მოხმარების კლება, რაც უნდა მოხდეს ელექტროფიცირებულზე გადასვლით. ცხადია, ამით ბუნებრივი აირების მიერ გამოყოფილი ემისიის წილი შემცირდება. ამისკენ რომ უნდა ვიაროთ, რის ვალდებულებაც აქვს ქვეყანას, კერძოდ, 30%-მდე უნდა შევამციროთ ჩვენი ემისია 2030 წლისთვის. ეს, როგორც აღვნიშნე, უნდა მოხდეს განახლებადი ენერგიის წყაროების აქტიური გამოყენებით, რაც დაგვეხმარება, რომ ენერგოეფექტურობის ფარგლებში, ნაკლები ენერგია მოვიხმაროთ", - განმარტავს გია არაბიძე.
როგორც report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგებლობიდან აცნობეს, საქართველოს ემისიები ნახშირორჟანგის ექვივალენტში წელიწადში 17.6 მლნ ტონას შეადგენს (2.37 ტონა ერთ სულ მოსახლეზე), რაც სათბურის გაზების გლობალური ემისიების დაახლოებით 0.03 პროცენტია. მათი ინფორმაციით, საქართველოში ემისიების ყველაზე დიდი წილი (62 პროცენტი) ენერგეტიკის სექტორზე მოდის, რომელსაც სოფლის მეურნეობა (19 პროცენტი), წარმოება და ინდუსტრია (12 პროცენტი) და ნარჩენების სექტორი (7 პროცენტი) მოჰყვება.
ცნობისთვის, საქართველომ დაბალემისიური განვითარების ეროვნულ სტრატეგიის შემუშავება 2020 წელს დაიწყო და 2021 წლის აგვისტოში დაასრულებს.
მარიამი ჩიტაია
ავტორი