თავში

როგორ შეიძლება წამლების გაიაფება საქართველოში

როგორ შეიძლება წამლების გაიაფება საქართველოში
როგორ შეიძლება წამლების გაიაფება საქართველოში

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასების რეგულირების მექანიზმის შემოღებაზე მუშაობს. პროგრამის შესახებ საჯარო განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში გააკეთა, თუმცა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მედიკამენტებზე ფასების შესამცირებლად სამი ძირითადი მიმართულებითაა სამუშაოები განსახორციელებელი:

1- ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივება - ხელსაყრელი პირობების შექმნა ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისთვის;

2- ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის 1-ლარიანი მედიკამენტების პროგრამის გაფართოება - პროგრამაში უნდა ფინანსდებოდეს 90-მდე მედიკამენტი;

3- ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოების წახალისება, მათ შორის საგადასახადო შეღავათებით.

ცნობისთვის, საერთაშორისო ფონდ კურაციოს ანგარიშით, ევროპის რეგიონში საქართველო ლიდერობს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებით, რაც 35,7%-ს უტოლდება. მაგალითისთვის, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის მიხედვით(2017 წლის), მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების 96% მოქალაქეებმა საკუთარი ჯიბიდან გაიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system