თავში

როგორ შეიცვალა მომსახურების ფასების ინდექსები აპრილში

როგორ შეიცვალა მომსახურების ფასების ინდექსები აპრილში
როგორ შეიცვალა მომსახურების ფასების ინდექსები აპრილში

საქსტატმა გამოაქვეყნა 2021 წლის აპრილის საქართველოში მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსები, რომლის მიხედვით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.0 პროცენტით. ფასების 1.3 პროცენტით ზრდა დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე.

ფასები 1.1 პროცენტით შემცირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე სახეზეა ფასების 3.0 პროცენტიანი მატება. 

აღსანიშნავია ფასების ზრდა დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 3.9 პროცენტით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 2.6 პროცენტით. 

ფასების ზრდა დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 3.7 პროცენტით, ხოლო დასაწყობებისა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 7.6 პროცენტით. ამასთან, ფასები შემცირებულია საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 2.3 პროცენტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system