თავში

როგორ შეიცვლება დოლარის პოზიციები - Exclusive

როგორ შეიცვლება დოლარის პოზიციები
როგორ შეიცვლება დოლარის პოზიციები - Exclusive

მომდევნო 1 კვირის განმავლობაში დოლარის პოზიციები სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში შესუსტდება. ამის შესახებ საფონდო ბაზრის ექსპერტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა. მისი შეფასებით, მსოფლიოს წამყვანი ვალუტის კურსის მოსალოდნელი ცვლილება  საქართველოს ეროვნულ ვალუტის გამყარებას ვერ გამოიწვევს, მაგრამ გაუფასურების პროცესს  თვის ბოლომდე შეაჩერებს.

"დოლარის კურსი საფონდო ბაზარზე შექმნილი სიტუაციის გამო უფასურდება. კერძოდ, აქციების ფასების მატება შეიმჩნევა. ინდექსებმა 3000-იან ნიშნულს გადააჭარბა.  ამ მომენტში ინვესტორები ოქროს არ ყიდულობენ, რადგან ფასი მყისიერად დაეცა.  ჩვენ ყველა ვალუტას ვაკვირდებით. განსკუთრებით რუბლის მიმართ შესუსტდება. ვერ ვიტყვით, რომ დოლარის კურსის გავლენა ლარზე იმოქმედებს. მომდევნო 1 კვირის განმავლობაში გაუფასურება უნდა გამოირიცხოს, თუმცა გამყარების მოლოდინი არ გვაქვს. სავარაუდოდ, ნომებრის შემდეგ ვითარება შეიცვლება, მაგრამ ეს მოცემულობა შენარჩუნდება თვის ბოლომდე", - განუცხადა შენგელიამ report.ge-ს. 

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9701 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9718 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით უმნიშვნელოდ შეიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system