თავში

როგორ შესრულდა საქართველოს ბიუჯეტი 8 თვეში

როგორ შესრულდა საქართველოს ბიუჯეტი 8 თვეში
როგორ შესრულდა საქართველოს ბიუჯეტი 8 თვეში

2020 წლის ბიუჯეტის 8 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი წლიურ ჭრილში 275 მილიონი ლარით არის შემცირებული და 2.44 მილიარდ ლარს უტოლდება.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ჯამურად, სამი კვარტლის განმავლობაში მთავრობა დამატებული ღირებულების გადასახადიდან 2.65 მილიარდი ლარის მობილიზებას გეგმავს. სულ 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია.

დღგ-ს გადასახადიდან აკუმულირებული 2.44 მილიარდ ლარი 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის 9 თვის დღგ-ის გეგმის 92.7%-ია. 

შემცირებულია საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლებიც. ჯამურად, 2020 წლის რვა თვეში კი, საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ 1.99 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 96 მილიონი ლარით ნაკლებია.

შეგახსენებთ, მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კერძო სექტორი 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან მთლიანად, 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან კი ნაწილობრივ გაათავისუფლა. სპეციალისტები კლებას სწორედ ამით ხსნიან. საშემოსავლო გადასახადების შემცირების მიზეზია ასევე პანდემიური კრიზისის გამო უმუშევრობის ზრდა, რადგან საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. 

რაც შეეხება მოგებისა და აქციზის გადასახადს, მათი მოცულობა გაზრდილია.

მოგების გადასახადის რვა თვის შესრულება, წინა წელთან შედარებით 82 მილიონითაა გაზრდილი და 683 მილიონ ლარს უტოლდება.  მთავრობა წლის ბოლომდე მოგების გადასახადიდან 840 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს.

აქციზის გადასახადიდან მიღებული 8 თვის საბიუჯეტო შემოსავალი 916 მილიონია, რაც წლიურ ჭრილში 17 მილიონითაა გაზრდილი. 2020 წლისთვის აქციზის გადასახადის გეგმა 1.32 მილიარდი ლარია, რაც 2019 წელთან შედარებით 140 მილიონი ლარით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system