თავში

როგორ შეცვალა covid-19-მა სავაჭრო ურთიერთობები

როგორ შეცვალა covid-19-მა სავაჭრო ურთიერთობები
როგორ შეცვალა covid-19-მა სავაჭრო ურთიერთობები

covid-19-ის გამო დაშვებული დისტანციური ვაჭრობის მოდელი შეიძლება სამუდამოდ ძალაში დარჩეს. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, ეპიდემიის დროს დანერგილი დისტანციური სავაჭრო ურთიერთობები პოპულარობას ვერც მომავალში დაკარგავს და მის მიმართ მოთხოვნას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეინარჩუნებს.

მისი შეფასებით, კორონავირუსმა საქართველოში მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა დისტანციურ ვაჭრობას. 

,,დღესდღეობით ვირტუალური ვაჭრობის სისტემა უკვე საკმაოდ კარგად არის განვითარებული. ზოგიერთ ქვეყანაში მან მიაღწია იმ დონეს, რომ ყველაფრის შეძენა, რასაც ადამიანი მოისურვებს, ინტერნეტით სულ რაღაც წუთებშია შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1 წლის წინ განსხვავებული ვითარება იყო. საქართველოში დისტანციურ მომსახურებას მომხმარებელს შედარებით ნაკლები მაღაზია სთავაზობდა, ვიდრე დღეს. ასორტიმენტიც შედარებით შეზღუდული იყო, არც მიწოდების დრო და ხარისხი გამოირჩეოდა, მაგრამ ეპიდემიურ პერიოდში ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა - გაფართოვდა როგორც კურიერების მომსახურების არეალი, ისე სავაჭრო სპექტრი და მათი მომსახურების ხარისხიც გაუმჯობესდა. ვიდრე იზოლაციაში ვისხედით, ირგვლივ ბევრი რამ შეიცვალა. ამგვარად, თუ ცოტა ხნის წინათ დისტანციური ვაჭრობის ინდუსტრია ბიზნესის არც თუ ისე აქტიური ნაწილი იყო და ზარმაცების მომსახურებად ითვლებოდა, მან მთავრობისგან შემდგომი განვითარებისა და მხარდაჭერის გარანტიაც კი მიიღო“, - ამბობს  არჩვაძე და დასძენს, რომ კორონავირუსის გამო საქართველოს საექსპორტო ვექტორიც შეცვალა. კერძოდ, გარდა იმისა, რომ ექსპორტი შემცირდა, ცვლილებაა საექსპორტო ქვეყნების სტრუქტურაშიც. ბაზრები, ფაქტობრივად, ახლებურად გადანაწილდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system