თავში

როგორ შეცვლის Bmatch-ი თამაშის წესებს ბლუმბერგზე

როგორ შეცვლის Bmatch-ი თამაშის წესებს ბლუმბერგზე
როგორ შეცვლის Bmatch-ი თამაშის წესებს ბლუმბერგზე

,,ბლუმბერგის" სისტემაში ცვლილებას ფინანსური ბაზრის სპეციალისტების მხრიდან პირველი შეფასება მოჰყვა. სავალუტო ბაზრის რეფორმის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს ფინანსისტები დადებითად აფასებენ, მაგრამ ასევე საუბრობენ, რომ ამით ლარზე სპეკულაციური ფაქტორის ზემოქმედება ვერ შემცირდება და უფრო ძირეული ცვლილებაა საჭირო, რაც სისტემას უფრო გამჭვირვალეს გახდის. 

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი report.ge-თან აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ტექნოლოგიურ პროცესს მიჰყვება, თუმცა ახალი სავაჭრო პლატფორმის ამოქმედება ,,ბლუმბერგის" მიმართ გამჭვირვალობის მხრივ არსებულ ეჭვს ვერ გააქარწყლებს.

,,სებ-ის გადაწყვეტილება უკავშირდება ტექნიკურ ცვლილებას, რაც ნიშნავს, რომ სურთ, ,,ბლუმბერგის" პროგრამა გაცილებით სრულყოფილი გახადონ. ეს ეხება ძირითადად პლატფორმაზე შესვლის ტექნოლოგიას, ვაჭრობაში მონაწილეობას და რამდენიმე სხვა დეტალს, რომელიც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს სისტემური ცვლილება არ იქნება. რეალურად მნიშვნელოვანია გარიგებების დადების ტექნოლოგია შეიცვალოს. ეროვნული ბანკი ჯერჯერობით მხოლოდ ტექნოლოგიურ პროცესს მიყვება. თუმცა, როგორი ტექნოლოგიური სისტემაც არ უნდა იყოს, ყოველთვის საეჭვო გახდება, რა დონის გამჭვირვალობა უნდა ჰქონდეს ამ პლატფორმას. კარგი იქნება, რომ ეროვნული ბანკის ცვლილება კერძო ფირმებისა  და სუბიექტების და სხვა სუბიექტების ინტერესებსაც ითვალისწინებდეს", - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი არ აცხადებს, რომ ახალი საბირჟო პრინციპის დანერგვის გარეშე ,,ბლუმბერგის" მიმართ უნდობლობა ყოველთვის იარსებებს.

,,გადამწყვეტი სავალუტო ვაჭრობის პრინციპებია, ის წესები, რითაც სავალუტო კურსის ფორმირება ხდება. ამაშია მთელი საქმე, რადგან რეალურად ბლუმბერგში დაცული არ არის ის ნორმები, რაც სამართლიანი საბაზრო-სავალუტო კურსის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. ძალიან ბევრი ისეთი ფაქტორია, რომელიც კურსზე ნეგატიურად მოქმედებს და არ იძლევა ობიექტური სავალუტო კურსის ჩამოყალიბების საშუალებას. არავინ ამბობს, რომ სავალუტო ბირჟის რეინკარნაცია მოხდეს, თუმცა საბირჟო პრინციპის დანერგვა აუცილებელია. სებ-ი აქამდე ამას არ აკეთებდა, რაც არის სახელმწიფოებრივი დანაშაული. აქედან გამომდინარე, პარლამენტში ეს საკითხი უნდა წამოიწიოს და სებ-ს დაევალოს ახალ საბირჟო სისტემებზე აგებული სავალუტო კურსის ჩამოყალიბების მექანიზმის დანერგვა", - აცხადებს ხომიზურაშვილი. 

როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან ,,ბლუმბერგის" ახალი სავაჭრო პლატფორმა - Bmatch ამოქმედება.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ გაცვლით კურსს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დარეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით ადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system