თავში

როგორ შეცვლის მსოფლიოს Google-ს კვანტური პროცესორი - PHOTO - VIDEO

როგორ შეცვლის მსოფლიოს Google-ს კვანტური პროცესორი
როგორ შეცვლის მსოფლიოს Google-ს კვანტური პროცესორი - PHOTO - VIDEO

წარმოიდგინეთ ყველაზე ძლიერი კომპიუტერული კონფიგურაცია... ახლა წარმოიდგინეთ ამ სუპერკომპიუტერის შესაძლებლობების გაასმაგება. ალბათ, ყველა თქვენი სამუშაო, რასაც მისი დახმარებით ასრულებთ, ძალიან უმნიშვნელო დავალებად მოგეჩვენებათ მისთვის. რას იტყვით, თუ გაიგებთ, რომ 100 სუპერკომპიუტერის გაერთიანებული ძალა, უმნიშვნელო და ძალიან სუსტია, კვანტურ კომპიუტერთან შედარებით, აი დაახლოებით ისეთივე ნელი, როგორც ველოსიპედი სპორტულ ავტომობილთან შედარებით. ტექნოლოგიურმა გიგანტმა, კომპანია Google-მა, მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლე საჯაროდ გამოაქვეყნა, რომელშიც ოფიციალურად დაადასტურა, რომ უმძლავრესი პროცესორი "კვანტური უზენაესობა"  შექმნა. ეს არის კომპიუტერის პროცესორი, რომელსაც 200 წამში შეუძლია შეასრულოს ის ოპერაციები, რასაც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კლასიკური კომპიუტერი 10,000 წელს მოანდომებს. აღნიშნული სიახლე გულისხმობს, რომ Google ტექნოლოგიურ სექტორში რევოლუციურ ცვლილებებს მოახდენს. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, კვანტური პროცესორი Sycamore 54-კუბიტიანია. კვანტური ინფორმაციის ერთეულის ამ მონაცემებით, Google-ის პროცესორს ისეთი ოპერაციების განხორციელება შეუძლია, რაც არა-კვანტური კომპიუტერისათვის სრულიად შეუძლებელია. 

 

Google-ის სიახლეს კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია IBM გამოეხმაურა. IBM-მა, რომელიც ასევე სუპერ-კომპიუტერების შექმნაზე მუშაობს, Google-ის განცხადება გადაჭარბებულად შეაფასა. კორპორაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სტატიაში ნახსენებ ოპერაციებს კლასიკური კომპიუტერი 2-3 დღეში შეასრულებს და ამ პროცესს 10,000 წელი სრულებით არ სჭირდება. ასეც რომ იყოს, 3 დღე 200 წამისგან ძალიან განსხვავდება. 

 

IBM-ის წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, სამეცნიერო და კვლევითი სფეროს არაერთმა ცნობილმა სპეციალისტმა, Google-ის ეს პროექტი, 1903 წლის მოვლენას შეადარა - როცა გამომგონებელმა ძმებმა რაიტებმა, პირველი საფრენი აპარატი გამოსცადეს და სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას საპირისპირო დაუმტკიცეს. შესაძლოა, წლები დასჭირდეს იმ მომენტის დადგომას, ვიდრე კაცობრიობა კვანტურ კომპიუტერების პრაქტიკულად გამოიყენებას შეძლებს, თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ Google-მა ახალი ტექნოლოგიური ეპოქა დაიწყოს. 

კომპიუტერის შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის, თუმცა, საზღვრები სად გადის, ამის დადგენა რთული წარმოსადგენია.

 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system