თავში

როგორ შეცვლის საავტომობილო ბაზარს COVID-19

როგორ შეცვლის საავტომობილო ბაზარს COVID-19
როგორ შეცვლის საავტომობილო ბაზარს COVID-19

ახალი ავტომობილების გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 47%-ით არის შემცირებული. მართალია, ახლა ევროპასა და აშშ-ში კომპანიები ნელ-ნელა უკვე იხსნება, თუმცა 265 ათასი სამუშაო ადგილი მაინც რისკის ქვეშ რჩება. 

მაინც როგორ შეიცვლება საავტომობილო ბაზარი Covid-19 ის შედეგად, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ინფექციის შიშით, ავტომობილების რეალიზაციაში გადამწყვეტ როლს შეიძენს ონლაინ ვაჭრობა.

ანალიტიკოსების განმარტებით, ავტომობილის გაყიდვის ყველაზე ეფექტიან საშუალებად მაინც ტესტ-დრაივი რჩება, ამიტომ პოსტკორონავირუსულ პერიოდში, როდესაც სოციალური დისტანცია აუცილებელია და ადამიანები ერიდებიან დახურულ სივრცეში ყოფნას, ავტომწარმოებლები ტესტ-დრაივის მიმართულებით პოლიტიკას შეცვლიან. 

სპეცისლისტები დარწმუნებული არიან, რომ ყველა კითხვას, რომლებიც მომხმარებლებს გაუჩნდებათ ყიდვის პოროცესში ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ზარის მეშვეობით უპასუხებენ.

ცნობისთვის, 2019 წელს აშშ-ში ავტომობილების მთლიანი ბაზრის 10%-დან 15% ონლაინზე მოდის.

დასკვნის სდახით, "ბლუმბერგი" წერს, რომ მომდევნო ექვსი თვე საავტომობილო ბაზრისთვის იქნება გარდამტეხი. 

შეჩერდება თუ არა ავტომობილების შეძენა? - ამ კითხვაზე სპეციალისტებს მარტივი პასუხი აქვთ: ავტორეალიზაციის კლება მოსალოდნელია, თუმცა, სტაგნაციის საფრთხე არ არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system