თავში

როგორ შევამციროთ დისბალანსი საგარეო ვაჭრობაში

როგორ შევამციროთ დისბალანსი საგარეო ვაჭრობაში
როგორ შევამციროთ დისბალანსი საგარეო ვაჭრობაში

იმპორტი ბოლო პერიოდის განმავლობაში კლებას აგრძელებს, მაგრამ ამ ტრენდის განმსაზღვრელი ფაქტორები ეკონომიკას დღესდღეობით არ გააჩნია. იმპორტი არა ქვეყნის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, არამედ მოთხოვნის კლების გამო მცირდება. როგორც ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე report.ge-თან აღნიშნავს, ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ზრდისთვის, პოლიტიკური კონფრონტაციებისა და რეგიონული კონფლიქტებისგან იზოლირებული სავაჭრო პორტფელების წარმოება მოხდეს და ამ მიმართულებით გაძლიერდეს მუშაობა. 

,,ბაზარზე შემცირებული მოთხოვნის, ცუდი ეკონომიკური პროგნოზების, რეგიონული კონფლიქტების, საქმიანი და სავაჭრო აქტივობის შემცირების ფონზე, ეკონომიკის მოკლევადიანი სურათი შემაშფოთებელია. აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 15 %-ით და შეადგინა 9.1 მლრდ დოლარი. ექსპორტი შემცირდა11.1%-ით ( 2.7მლრდ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი - 16.6%-ით (6.4 მლრდ. აშშ დოლარი).  ნეგატიურ ტენდენციაზე გავლენა იქონია კორონავირუსის ეკონომიკურმა ეფექტებმა , გლობალურმა სავაჭრო დაძაბულობამ, პრობლემების გადაჭრის პოლიტიკური და ეკონომიკური ჩარჩო სტრუქტურის სუსტმა როლმა. სამწუხაროდ, ვაჭრობის და შესაბამისად წარმოების შემცირება მტკივნეულად აისახება, მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებაზე, ბიზნესის აქტივობის შენელებასა და სახელმწიფოს შემოსავლების კლებაზე. ამიტომ, საერთაშორისო ვაჭრობის ზრდისთვის, უნდა ვაწარმოოთ პოლიტიკური კონფრონტაციებისა და რეგიონული კონფლიქტებისგან იზოლირებული სავაჭრო პორტფელები. უნდა შევიმუშაოთ თითოეულ ქვეყანაზე მორგებული საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა. ზოგიერთ ქვეყანაში ბიზნესზე მეტად პოლიტიკური გარემოს უნდა ვისაუბროთ, ზოგიერთ ქვეყანაში კი ცალკეული დარგის ბიზნეს წარმომადგენლებს. მაგალითად, სავაჭრო კონფლიქტების მოცემულობაში, ჩინეთის ბიზნეს ორგანიზაციებზე მეტად ჩინეთის „პოლიტიკასთან“ უნდა გვესაუბრა", - აცხადებს რატი აბულაძე.

ცნობისთვის, საქსტატის საგრეო ვაჭრობის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 10 უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტიდან 9-ში კლებაა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 623.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 412.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system