თავში

როგორ შევიძინოთ უვნებელი ხორცი

როგორ შევიძინოთ უვნებელი ხორცი
როგორ შევიძინოთ უვნებელი ხორცი

ხორცი ხშირად ავტომაგისტრალებზე იყიდება, რაც ხორცის ხარისხს აუარესებს. გარდა იმისა, რომ მისი დამტვერიანება ხდება, ხორცი იწოვს იმ გამონაბოლქვს, რაც მაგისტრალზე მანქანების ხშირი მოძრაობისას საკმაოდ უხვადაა. გარდა ამისა, იქ მაღალია ალბათობა, რომ ხორცი შეუმოწმებელი იყოს. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ნუ შევიძენთ ხორცს ავტომაგისტრალებეზე, გარევაჭრობის ობიექტებში, ავტომობილების საბარგულიდან, ასევე სახელსახელოდ მოწყობილი დახლებიდან.

როგორც სურსათის უვნებლობის სპეციალისტები გვირჩევენ, ხორცის შეძენისას უნდა დარწმუნდეთ რომ ის სასაკლაოდანაა მიღებული. ასეთ ხორცს გავლილი აქვს სავალდებულო ვეტერინარულ-სანიტარული შემოწმრება.

მათივე რჩევით, ხორცი უნდა შევიძინოთ მხოლოდ ბიზნესოპერატორად რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში, როგორიცაა აგრარული ბაზრები, ხორცის სპეციალიზებული მაღაზიები. ასეთ ობიექტებს ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში რეგისტრაციის ამონაწერი ობიექტს გამოკრული უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო ადგილას. 

უნდა გაეცნოთ ხორცის ეტიკეტსაც, რომელიც კანონით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სურსათის დასახელება, სასაკლაოს დასახელება, მისამართი და აღიარების ნომერი, ცხოველის წარმოშობის ქვეყანა, ცხოველის საყურე ნიშნის ნომერი, იმ ბიზნესოპერატორის დასახელება, მისამართი და აღიარების ნომერი, სადაც დაიჭრა ხორცი, დამზადების თარიღი, შენახვის პირობები, ვარგისიანობის მინიმალური ვადა.

ყურადღება მიაქციეთ ხორცზე დატანილ ვეტერინარულ ბეჭედსაც, რომელიც უნდა შეიცავდეს ქვეყნის ინიციალს, საქართველოს შემთხვევაში GE-ს და სასაკლაოს აღიარების ნომერს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system