თავში

როგორ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს საქართველოში უმუშევრობის მოგვარება

საქართველოში უმუშევრობის მოგვარება
როგორ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს საქართველოში უმუშევრობის მოგვარება

 ბიძინა ივანიშვილმა “იმედის” ეთერში უმუშევრობაზე საუბრისას განაცხადა, რომ რამდენიმე ასეულ მოქალაქეს  სეზონურ სამუშაოზე გერმანიაში ლეგალურად დასაქმებაში დაეხმარება. მისი თქმით, შექმნილია სპეციალური გუნდი, რომელიც ევროპის განვითარებულ სახელმწოფოებთან აფორმებს შესაბამის კონტრაქტებს.

„უამრავი ქართველი დღეს საშოვარზე წასულია საზღვარგარეთ, იქ მუშაობს და ძირითადად, აბსოლუტური უმრავლესობა მათი არის დასაქმებული არალეგალურად. ჩემი ინიციატივა იყო ეს და მამუკა ბახტაძესთან ერთად განვიხილავდით. სპეციალურად გუნდი ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ შეგვიძლია და უკვე აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე თვეა, ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან, როგორც სახელმწიფომ. ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რაც ევროპელებს აქვთ. ევროპელებს აქვთ სამუშაო ადგილები და აკლიათ სამუშაო ძალა, ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა.

აგიხსნით ახლა რა ხდება: რეალურად გაიხსენეთ პოლონეთი. ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, გაიხსენეთ ბულგარეთი, ასეთივე დაცლილია, როგორც საქართველო. პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, ამას განიცდიან და თვითონაც ცდილობენ, რომ ეკონომიკა დააწიონ ამ პრობლემებს... სხვაობა ეკონომიკური ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც არის. შესაბამისად, სადაც მაღალი ხელფასია, იქ გადაედინება მუშა ხელი, არ აქვს სამუშაო ადგილი და იქ ნახულობს და ა.შ. მაგრამ ცივილიზებულად ხდება ეს, ისინი არ არიან ღირსებაშელახულები.
ამ პროცესს ჩვენ დავიწყებთ ძალიან აქტიურად... შეიძლება რამდენიმე ასეული უკვე შემდეგ გაზაფხულზე მოვახერხოთ და გავუშვათ სეზონურ სამუშაოზე. 2-3 წელიწადში პრინციპში ეს არის დალაგებადი, რომ ჩვენ ხელშეკრულებები გავაფორმოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება ეკონომიკური წინსვლისთვის, დასაქმების ზრდისთვის და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკა არგუმენტს მოკლებულია.

"სამწუხარო რეალობაა, უამრავი გაჭირვებული ადამიანია, მაგრამ ჩვენ თუ ობიექტურ ანალიზს არ გავაკეთებთ და ამას ივანიშვილის მივაბრალებთ, მივიღებთ ახალ უბედურებას... მოვიდნენ, არგუმენტირებულად გვასწავლონ, რას ვაკეთებთ ჩვენ, ან ვერ ვაკეთებთ, ისე როგორც საჭიროა და გვასწავლონ უკეთესი გზა.. არა ეს არ ხდება... არგუმენტები არ აქვთ, და ვიტყვი, ყველა მიმართულებით, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება, ეკონომიკა იქნება, ადამიანის უფლებები იქნება, ყველა მიმართულებით, პრინციპულად უკეთესი შედეგები გვაქვს, ვერცერთს ვერ დაასახელებენ და დადებენ, რომ რაღაც მათ დროს კეთდებოდა უკეთესად და პრეტენზია აქვთ, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში," - აცხადებს ივანიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system