თავში

როგორ წარმოუდგენია ბიზნესს მთავრობასთან "მეგობრობა"

როგორ წარმოუდგენია ბიზნესს მთავრობასთან "მეგობრობა"
როგორ წარმოუდგენია ბიზნესს მთავრობასთან მეგობრობა

მთავრობა ბიზნესსმეგობრულ გარემოს შექმნას ცდილობს. ამაზე საგანგებო დავალება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.

"მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა“, - ასე განმარტა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას დავალება მთავრობისადმი, რომელიც ბიზნესთან მუშაობის გაძლიერებას გულისხმობს.

რა პრობლემები აქვს ბიზნესს და სად სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა, ამის გარკვევას Report.ge თავად ბიზნესის წარმომადგენლებთან შეეცადა და სასაუბროდ მცირე და საშუალო ბიზნესასოციაცია საგანგებოდ შევარჩიეთ. ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ ჭელიძე განმარტავს, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო მისაღებია გადასახადებისა და რეგულაციების მხრივ, თუმცა პრობლემაა სტაბილური, პროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოს არ არსებობა, პრობლემებია სასამართლო სისტემაშიც. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბიზნესდავების გაჭიანურება, ხშირად ბიზნესის გაკოტრების მიზეზიც ხდება. ჭელიძის თქმით, ბიზნესს სერიოზულ პრობლემას უქმნის ლარის მერყევი კურსი და პროფესიული განათლების სისტემის გაუმართაობაც. მისივე განცხადებით, კარგი იქნებოდა არაერთხელ დაპირებული ბიზნესსახლის პროექტის განხორციელება, რომლის შედეგადაც, როგორც დაანონსებული იყო, ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლება სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის მიღება.

„როგორც მახსოვს, 500-მდე სერვისი უნდა გაერთიანებულიყო. როდესაც საქმე ეხება ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უამრავი ბიუროკრატიული პროცედურაა გასავლელი, შესაბამისად, ბიზნესს უწევს სხვადასხვა სახელმწიფო თუ მარეგულირებელ უწყებებთან ურთიერთობა, რომლებიც ხანდახან წინააღმდეგობრივ გადაწყევტილებებს იღებენ. კარგი იქნება კოორდინაციის ხარისხის გაუმჯობესება,“— აცხადებენ მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system