თავში

როგორ წარმოუდგენია მთავრობას ახალგაზრდების ჩართვა რეგიონების განვითარების გეგმაში

როგორ წარმოუდგენია მთავრობას
როგორ წარმოუდგენია მთავრობას ახალგაზრდების ჩართვა რეგიონების განვითარების გეგმაში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონების გასავითარებლად ახალგაზრდული იდეების შეგროვება დაიწყო. პროექტის ,,ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ პრეზენტაცია უკვე გაიმართა. უწყების განმარტებით,  პროექტის მიზანია, ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ საკუთარი ქალაქების და დაბებისათვის პერსპექტიული კონცეფციებისა და საკვანძო საპროექტო წინადადების შემუშავება, რომელთა შორის საუკეთესო იდეები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით გამოვლინდება. 

პროექტში მონაწილეობს ხუთი მუნიციპალიტეტის გუნდი საკუთარი იდეებით. ახალგაზრდული გუნდები მათ მიერ შემუშავებულ კონცეფციებსა და საპროექტო წინადადებებს, საჯარო განხილვისთვის მოსახლეობას გააცნობენ. კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო იდეების ავტორები ქალაქ პრაღაში სასწავლო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

ჭიათურის, ტყიბულის, ცაგერის, ხაშურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში პროექტს, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის არაკომერციული ორგანიზაცია “აგორა” ახორციელებს. მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system