თავში

როგორ ცდილობს მთავრობა ლარის კურსის მოთოკვას

როგორ ცდილობს მთავრობა ლარის კურსის მოთოკვას
როგორ ცდილობს მთავრობა ლარის კურსის მოთოკვას

"ჩვენ გავაგრძელებთ ფისკალურ სტიმულს, რეფორმებს, პასუხისმგებლიან ხარჯვას, ეს არის შეთანხმებული ჩარჩო სავალუტო ფონდთან და სხვა ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის ყველაზე ოპტიმალური ამ ეტაპისთვის საქართველოს ეკონომიკისთვის. აი, ამას გავაკეთებთ," - ასე პასუხობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი კითხვას, როგორ აპირებს ხელისუფლება ლარის კურსის დასტაბილურებას და ლარის გამყარებას.

ივანე მაჭავარიანის თქმით, მთავრობა რეფორმებს არ შეასჩერებს, რაც ეკონომიკას აღმავლობისკენ დაძრავს. მაჭავარიანის რწმენით, ასე ეშველება ლარსაც.

"არ შევაჩერებთ რეფორმებს. როდესაც რაღაც ტიპის შოკებია, ან გარე შოკები მაგ დროს, როგორც წესი, ნელდება რეფორმები, ჩვენ, რეფორმების შენელების ფუფუნება არ გვაქვს. უნდა მივყვეთ გეგმებს. სხვადასხვა სფეროში, რაც ეკონომიკას გახდის კონკურენტუნარიანს და გააჯანსაღებს მას. თუ ვსაუბრობთ ლარის გამყარებაზე, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი. მსოფლიო ბაზრებს უფრო მეტი უნდა შევთავაზოთ. ჩვენ მსოფლიო ბაზრებს დღეს ძირითადად ტურიზმს ვთავაზობთ. კორონა ვირუსის პანდემიის გამო ტურიზმი შეფერხდა და მივიღეთ მაქსიმალური ზეწოლა ლარზე. მაღალტექნოლოგიურ სფეროებში მეტი უნდა შევთავაზოთ, - საქართველოში არის ამის რესურსი",- აღნიშნა მაჭავარინმა.

შეგახსენებთ, მთავრობას ლარის კურსისადმი მეტ ყურადღებას სთხოვენ.

ხელისუფლება კურსის მკვეთრი ვარდნის მთავარ ინდიკატორად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასახელებს და ლარის დაცემას პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს.

გუშინ ლარი ორივე ძირითადი ვალუტის, დოლარისა და ევროს, მიმართ მკვეთრად გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3409 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.9042 ლარად არის შესაძლებელი. ამ მომენტისთვის (16:25 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4050 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system