თავში

როგორ ცვლის ინტერნეტს რუსეთის ახალი რეგულაცია

როგორ ცვლის ინტერნეტს რუსეთის ახალი რეგულაცია
როგორ ცვლის ინტერნეტს რუსეთის ახალი რეგულაცია

რუსეთის ფედერაციაში კანონი ამოქმედდა, რომელიც ინტერნეტთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებით, გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. საუბარია რუსეთის ინიციატივაზე -  "გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვის" შესახებ, რომელსაც საერთაშორისო მედიისთვის თვეებია აქტიური განხილვის საგანია. როგორც ოპოზიციური ძალები და კრემლის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები აცხადებენ, რეგულაციების მიზანი ცენზურის გაძლიერება, ოპოზიციის და თავისუფალი მედიის შეზღუდვაა. საკანონმდებლო ცვლილებების პირობებში არსებობს საშიშროება, რომ მთავრობას ინტერნეტ მომხმარებლების მიერ განხორციელებულ ისეთ ოპერაციებზე ექნება ინფორმაცია, როგორიც არის, მაგალითად, ონლიან ტრანზაქციები. კრემლის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ინტერნეტ მომხმარებლები ცვლილებას ვერ იგრძნობენ და რეგულაციები მხოლოდ კიბერ უსაფრთხოებას გააძლიერებს. 

უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ახალი რეგულაცია: ცვლილების თანახმად, რუსეთში მოქმედ ინტერნეტ პროვაიდერებს ექნებათ ვალდებულება, მოახდინონ სპეციალური ქსელური მოწყობილობის "პაკეტის ღმა ინსპექტირება" (DPI) ინსტალაცია, რომელიც ახდენს ტრაფიკის წყაროს ანალიზს და ახორციელებს კონტენტის დეტალურ ფილტრაციას. პრაქტიკაში ეს სისტემა, რუსულ სატელეკომუნიკაციო კონტროლის ორგანოს "როსკომნადზორს" საშუალებას მისცემს, საკუთარი შეხედულებების მიხედვით, მოკლე დროში, მოახდინოს საიტების დაუყონებლივი ბლოკირება. 

BBC- ის ცნობით, 2021 წლისთვის რუსეთს დაგეგმილი აქვს, სრულად მოსწყდეს მსოფლიო ინტერნეტის გლობალურ ქსელს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system