თავში

როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა ადგილობრივ წარმოებას

როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა ადგილობრივ წარმოებას
როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა ადგილობრივ წარმოებას

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს, კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის მინიმალიზაციისა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერის თაობაზე.

ორგანიზაცია, საგადასახადო შეღავათებისა და სხვა მასტიმულირებელი ნაბიჯების პარალელურად, აუცილებლობად მიიჩნევს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, რაც მათი აზრით, ასე მოხერხდება:

" 1. მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ იმ საწარმოების სრული ინვენტარიზაცია, რომელთა პროდუქცია ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი კაპიტალური/ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებისათვის არის საჭირო.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული კაპიტალური/ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, ხარისხისა და ფასის შესაბამისად, საქართველოში ნაწარმოები პროდუქციისათვის განსაკუთრებული პრიორიტეტის მინიჭება.

3. ენერგოტევადი წარმოებების პროდუქციაზე (მაგ. ცემენტი, არმატურა და ა.შ.), ლარის დევალვაციის მიუხედავად, ფასების შენარჩუნების მიზნით, აშშ დოლარის კურსზე მიბმული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასის კლება, ესკოს მიერ ენგურის შედარებით იაფიანი ენერგიის შესყიდვის და შედეგად შემცირებული გასაყიდი ფასის მეშვეობით.

4. არსებული რეალობის გათვლისწინებით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, სესხის თანადაფინანსების პროგრამით გათვალისწინებული სექტორების გადახედვა, ასევე სესხის თანადაფინანსების ვადისა და სესხის ოდენობის ზედა ზღვრის გაზრდა.

5. ერთიანი ძალისხმევით GMP-ის სტანდარტთან შესაბამისობის ეტაპობრივი გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია. 2022 წლის სავალდებულო სტანდარტიზაცია და სტანდარტის დაკმაყოფილების ეტაპობრივი გეგმის (roadmap) არარსებობა : 1) დახურვით ემუქრება 72 ფარმაცევტულ საწარმოს ; 2 ) გააუქმებს ადგილობრივი წარმოების 65 მილიონი ლარის ღირებულების წამლის რეალიზაციას , მათ შორის 10 საექსპორტო ბაზარზე ; 3) გააუქმებს 1500 სამუშაო ადგილს ; 4) აფერხებს 66 მილიონი ლარის , დაგეგმილ ინვესტიციას ახალი , საერთაშორისო სტანდარტის ფარმაცევტულ საწარმოებში ; 5 ) გაქრობით ემუქრება მსოფლიოში აღიარებულ უნიკალურ და ინოვაციურ დარგებს , როგორებიც არის - ბაქტერიოფაგები , იმუნობიოლოგიური პრეპარატები და ნატურალური მედიცინა.

6. ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მედიკამენტების გარდა საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტის სასწრაფოდ დაშვება. აღსანიშნავია , რომ ექსპორტისთვის დამზადებული პრეპარატები , არ გამოიყენება კორონა ვირუსის სამკურნალოდ და არც მათი საექსპორტო რაოდენობა წარმოადგენს რაიმე მნიშვნელოვან დანაკლისს შიდა ბაზრისთვის . საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს სტრატეგიული მნიშვნელობის მედიკამენტების ჩამონათვალის და კვოტების შემუშავების საკითხში.

7. კონსულტაციების დაწყება ქსელურ მარკეტებთან და ჰიპერმარკეტებთან, საგანგებო პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მძიმე კომერციული პირობების შემსუბუქების მიზნით, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქართული წარმოების შენარჩუნებასა და მომავალში მის განვითარებას. საგულ ი სხმოა , რომ სავაჭრო ობიექტების ( ძირითადად ჰორეკა ) დახურვა , ლარის დევალვაცია , დილერების მიერ სავაჭრო ობიექტებიდან თანხების მიუღებლობა და ზოგადად ბაზრის შემცირება , შედეგად უახლოეს თვეებში გამოიწვევს სხვადასხვა ინდუსტრიებში ( მათ შორის საკვები პროდუქცია , წყლები , ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები , და ა . შ .) საბრუნავი კაპიტალის / ქეშის პრობლემას .

8. ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისათვის სერტიფიცირების და სტანდარტების ორგანოების შექმნა, რომელიც დაადგენენ ამა თუ იმ სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობას და გაუხსნიან გზას ქართულ პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე," - ნათქვამია ბიზნესსაბჭოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system