თავში

როგორ უნდა გადარჩეს სტუმარ-მასპინძლობის სექტორი პანდემიის პირობებში

როგორ უნდა გადარჩეს სტუმარ-მასპინძლობის სექტორი პანდემიის პირობებში
როგორ უნდა გადარჩეს სტუმარ-მასპინძლობის სექტორი პანდემიის პირობებში

რესტორატორების განცხადებით, მათ შეიმუშავეს კონკრეტული გეგმა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება. მიმართვის ერთ-ერთი ავტორია  რესტორატორთა ასოციაცია, რომლის წარმომადგენელი კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ გაზაფხულზე, მკაცრი კარანტინის პირობებში, ინდუსტრიამ უმძიმესი დარტყმა მიიღო, ხოლო მეორე ტალღისას ფაქტობრივად აჩერებენ საქმიანობას, რადგან მიტანის სერვისით აუცილებელ ხარჯსაც ვერ აინაზღაურებენ.

,,ჩვენ მოვამზადეთ მიმართვა პრემიერ-მინისტრის სახელზე და შევიტანეთ კანცელარიაში. მიმართვა შეიცავს 5 პუნქტს, რომელშიც დეტალურად გაწერილია მოთხოვნები. პირველ რიგში ვითხოვთ, რომ სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის მოხდეს ხელფასის 50%-ის გადახდა მთავრობის მიერ, რომ მათ შეძლონ არსებობა პანდემიისას, ასევე ვითხოვთ ბიზნესისთვის აღებული სესხების სუბსიდირებას. ცხადია, მოთხოვნებშია აგრეთვე კომუნალური გადასადების შეღავათი. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ დასაქმებულებს სამსახური შევუნარჩუნოთ. ეს არის ამ დროისთვის 300 ათასამდე ადამიანი,  მომიჯნავე სფეროებში მომუშავეთა ჩათვლით. ამ დასაქმებულებსაც უნდა მიექცეთ ყურადღება. დღესდღეობით რესტორნების 70%-ია გაკოტრებულია და შეღავათი თუ არ მოიხსნება, მათი რაოდენობა მასშტაბურად მოიმატებს, 90% დაიხურება. ეს არის მწარე რეალობა, რაშიც შეზღუდვების გამო აღმოვჩნდით. ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას, საჭირო თუ გახდა, მოვაწყობთ აქციებს და საკუთარ უფლებებს ბოლომდე დავიცავთ", - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე და ამბობს, რომ ბიზნესი მთავრობისგან შემხვედრ ნაბიჯს ელის.

როგორც ცნობილია, ახალი შეზღუდვების შესაბამისად,  რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. სარესტორნო ბიზნესს, რომელსაც საბანკო სასესხო ვალდებულება გააჩნია, სახელმწიფო საპროცენტო განაკვეთს დაუსუბსიდირებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 26 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system