თავში

როგორ უნდა გაძლიერდეს აგროდაზღვევა

როგორ უნდა გაძლიერდეს აგროდაზღვევა
როგორ უნდა გაძლიერდეს აგროდაზღვევა

სოფლის მეურნეობაში სტიქია მთავარ პრობლემად მიიჩნევა, რასაც ქვეყანა ძირითადად აგროდაზღვევით უნდა დაუპირისპირდეს. ასე ფიქრობს აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე, რომლის შეფასებითაც, აგროდაზღვევის როლი უნდა გაძლიერდეს. ამისი თქმით, წარმოების ზრდა აგროდაზღვევის განვითარების გარეშე შეუძლებელია, ინტერესი კი შეიძლება გააქტიურდეს სწავლებითა და ინფორმაციებზე ხელმისაწვდომობით.

,,წლიდან წლამდე ვაკვირდებით, როგორც კი სტიქია რომელიმე რეგიონს შეუტევს, გვახსენდება, რომ თურმე აგროდაზღვევა არ გვაქვს. ფერმერების უმეტესობა ამ პროდუქტით რეალურად ვერ სარგებლობს, დაზღვევის ეს მიმართულება ვერ განვითარდა საქართველოში. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი სწავლების დაბალ დონე და ინფორმაციის დეფიციტიცაა. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს სამეწარმეო უნარ-ჩვევები სათანათოდ უნდა განვითარდეს, ამის გარეშე ფერმერს აგროდაზღვევის მიმართ ინტერესი ვერ გაუჩნდება. აჭარაში ამ მხრივ ცოტათი გამოსწორდა სიტუაცია, თუმცა დიდი ჩამორჩენაა კახეთში, რომელიც სტიქიური პრობლემების მქონე რეგიონად ითვლება და აუცილებლობაცაა, ხალხი აგროდაზღვევით მასიურად სარგებლობდეს. სწავლების, კონსულტაციის დონეზე უნდა ვითარდებოდეს დარგი და მთავრობამ მთელი ყურადღება სწორედ ამისკენ უნდა მიმართოს, ცხადია, სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად", - აცხადებს მეცნიერი report.ge-თან საუბრისას.

აგროექსპერტი, ანზორ მესხიშვილი ამბობს, რომ დაბალი მოთხოვნის მიუხედავად, აგროდაზღვევასთან დაკავშირებით დინამიკა გაუმჯობესებისკენ მიდის და ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება.

,,მართალია, სოფლის მეურნეობაში დაზღვევის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ იყო პერიოდი, როცა ფერმერების დიდი ნაწილი ამ პროცესისგან საერთოდ გამიჯნული იყო. წლიდან წლამდე მეტი ადამიანი სარგებლობს და შსაძლებელია,მ მეტი ჩაერთოს წელსაც, მტავარია, სწორად მიეწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას და დაზღვევის სარგებელი სწორად იქნას აღქმული. ამაში დიდია სადაზღვევო კომპანიების როლიც. დინამიკა გაუმჯობესებისკენ მიდის. მთავარია, ტემპი შენარჩუნდეს და მომავალშიც გაიზარდოს. ამისთის მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება, რადგან ამ შემთხვევაში მეტია კომერციული ინტერესი, რაც აააგროდაზღვევის მიმართ მოთხოვნას გაააქტიურებს", - აღნიშნავს ექსპერტი report.ge-თან.

დაახლოებით 1 თვის წინ გახდა ცნობილი, რომ აგროდაზღვევის სტრატეგია განახლდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით კმაყოფილია. ლევან დავითაშვილის თქმით, აგროდაზღვევის პროგრამა განიცდის განახლებებს და ფერმერთა ინტერესებზე მეტად მორგებული ხდება. მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, აგროდაზღვევა მიმდინარე წლიდან სამწლიანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში ძლიერი სეტყვა იყო. სტიქიამ მუნიციპალიტეტის სოფლები, ბაისუბანი, ჭაბუკიანი, ქვემო მსხალგორი და პატარა გორი დააზარალა. განადგურებულია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ ცნობით,  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად, რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა.

ცენტრის ინფორმაციით,  გასროლილი იქნა 144 ერთეულამდე რაკეტა.

რა რაოდენობის ზარალი მიადგა სტიქიით ლაგოდეხს, ამ ეტაპზე უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system