თავში

როგორ უნდა განკარგოს მთავრობამ საგარეო და საშინაო ვალები - რეკომენდაცია

როგორ უნდა განკარგოს მთავრობამ საგარეო და საშინაო ვალები
როგორ უნდა განკარგოს მთავრობამ საგარეო და საშინაო ვალები - რეკომენდაცია

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკებმა“ სახელმწიფო ვალის დინამიკა მიმოიხილა.

ორგანიზაციის დასკვნით, საშინაო ვალის მოცულობის მკვეთრად ზრდის შემთხვევაშიც ჩნდება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენის რისკი, რადგან მძიმე სავალო ტვირთის მქონე ქვეყნები რომლებსაც პერმანენტულად ზრდადი ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ ნაკლებ სანდოდ აღიქმებიან ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ. 

"საზოგადოება და ბანკების" ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურება ზრდის ვალის შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან, შესაბამისად, ზრდის ვალის მოცულობას ლარში. ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურება გამოიწვევს 60%-იანი ზღვრის გადალახვას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით სახელმწიფო ვალი მშპ-ს 40-50%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამით ქვეყანა მომავალში გადახდისუნარიანობის პრობლემებს აირიდებს.

ორგანიზაცია ასევე განმარტავს, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს ვალები და როდისაა გამართლებული მთავრობისგან საშინაო თუ საგარეო ვალის აღება. ექსპერტები ასევე განმარტავენ რა რისკი ახლავს თან ქვეყნის საგარეო ვალის ზრდას.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • გადაიდგას მყისიერი და მიზანმიმართული ნაბიჯები საგარეო ვალის სწრაფი ტემპით შემცირებისკენ, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს საქართველოს საკრედიტო რეიტინგს და რეფორმებისთვის საჭირო ფინანსების მოსაზიდად სწორ სიგნალებს გასცემს.
  • ვალით მოზიდული სახსრების გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმართვა, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდება.
  • ვალით მოზიდული სახსრებით სოციალური დანახარჯების და მთავრობის ხარჯის მინიმუმამდე შემცირება მომდევნო წლების განმავლობაში.
  • სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაც გამოიწვევს დანაზოგების გაჩენას მოსახლეობაში, შესაბამისად სწრაფად განვითარდება კაპიტალის ბაზრები, რაც საშუალებს მისცემს მთავრობას სახელმწიფო ვალის კონცენტრირება საშინაო ვალზე მოხდეს.
  • ეკონომიკური გაჯანსაღება, რაც დაასტაბილურებს რყევებს და შესაბამისად ვალუტის კურსს. გამორიცხავს სავალუტო რყევებით გამოწვეულ სავალო პრობლემებს.
  • შემდეგი წლების მანძილზე ბიუჯეტის დეფიციტის დაბალანსება. მთავრობის ხარჯვითი ნაწილის მაქსიმალურად შემცირება.
  • მყარი საინვესტიციო გარემოს შექმნა იმ ფონზე, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დრამატულად მცირდება ბოლო პერიოდებში.
  • სახელმწიფო ქონების სრული იდენტიფიკაცია და სწრაფი პრივატიზაცია, რაც ერთი მხრივ, ბიუჯეტში დიდი მოცულობის შემოსავლებს უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ,
  • აქტივების კერძო სექტორში გადასვლით სამომავლოდ უფრო მეტ ეკონომიკურ დოვლათს შექმნის.
  • ძალოვანი და სასამართლო სისტემის რეფორმა გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system