თავში

როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ფარმაცევტული ბიზნესი

როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ფარმაცევტული ბიზნესი
როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ფარმაცევტული ბიზნესი

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" საქართველოს მთავრობას კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად რეკომენდაციებს სთავაზობს.

ბიზნესსაბჭო მთავრობას ურჩევს უცხოური კომპანიების მოზიდვისა და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერის მიმართულებით სამ სექტორში გააქტიურდეს, როგორიცაა ფარმაცევტული, საფეიქრო-სამკერვალო, სასათბურე მეურნეობები

ბიზნესსაბჭოს შეფასებით, არსებულმა ვითარებამ ნათლად აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით ფარმაცევტულ სექტორს აქვს უდიდესი გამოწვევა, მათ შორის ისეთ ქვეყნებსაც კი, რომლებიც არიან დომინანტები და მნიშვნელოვანი წილი უკავიათ ფარმაცევტულ წარმოებაში. შესაბამისად, „ბიზნესის განვითარების საბჭომ“, რომელიც, "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" რეკომენდაციით, სასწრაფოდ უნდა შეიქმანს, უახლოეს პერიოდში უნდა მოამზადოს მხარდაჭერის პაკეტი, რაც საშუალებას მისცემს ფარმაცევტულ წარმოებას, ამ გლობალურ პროცესში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი სეგმენტი დაიკავოს.

"ფარმაცევტული სექტორის ზემოხსენებული ინვენტარიზაციის ფარგლებში, საჭიროა ჩატარდეს სრული აღნუსხვა არსებული ტექნოლოგიების, ფარმაცევტული წარმოების შესაძლებლობების მიხედვით. შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, უნდა დაიგეგმოს „ბიზნესის განვითარების საბჭოს“ შეხვედრა არსებული ფარმაცევტული სექტორის ყველა წარმომადგენელთან, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციასთან და მათი აზრის გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს სამოქმედო გეგმა, თუ რა სახის ფარმაცევტული წარმოების შეთავაზება შეიძლება უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ამ სექტორში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.  აქვე უნდა აღინიშნოს, მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით GMP-ის სტანდარტთან შესაბამისობის 6 ეტაპობრივი გეგმის (roadmap) უახლოეს მომავალში შემუშავებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა. საგულისხმოა, რომ 2022 წლის სავალდებულო სტანდარტიზაცია და სტანდარტის დაკმაყოფილების ეტაპობრივი გეგმის არარსებობა, აფერხებს ქართული კომპანიების მიერ 70-მდე მილიონი ლარის, დაგეგმილ ინვესტიციას ახალი, საერთაშორისო სტანდარტის ფარმაცევტულ საწარმოებში," - ვკითხულობთ "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" სარეკომენდაციო დოკომენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system