თავში

როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური ზრდის ავანსირება

როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური ზრდის ავანსირება
როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური ზრდის ავანსირება

სპეციალისტებისთვის საყურადღებოა ის,რომ ქვეყანაში შრომისუნარიანი ადამიანების რიცხვი რეალურად დაუსაქმებელია. დასაქმებულთა დიდი წილი მოდის თვითდასაქმებულებზე და ანალიტიკოსების შეფასებით, ის, რასაც ღევანდელი ხელისუფალი თვითასაქმებას ეძახის, ეს რეალურად არის თვითგადარჩენა. 

სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მეთოდოლოგიის მიხედვით, სოფლად დასაქმებულთა (თუ თვიდასაქმებულთა) რაოდენობა 80% ს აჭარბებს, მაგრამ სოციოლოგიური გამოკითხვით ,მოსახლეობის ეს კატეგორია დაუსაქმებელი ანუ უმუშევარია.

„საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი, ნიკა შენგელია გაუმართლებლად მიიჩნევს ეროვნული ბანკის პოზიციას საპროცენტო განაკვეთების დაწევასთან დაკავშირებით.

"მთავარი რეგულატორი როდესაც აცხადებს,რომ არ შეიძლება საპროცენტო განაკვეთის დაწევა,ბოდიში მაგრამ მათ ავიწყდებათ ,რომ მთავარი ეკონომიკური რესურსი, რომელიც გახლავთ შრომიუნარიანი ადამიანი, დღეს უმუშევარია, ხოლო თუ ფიქრობს, რომ ქვეყანაში სამრეწველო ან საწარმოო რეურსები არა არის ,მაშინ ვიტყვით რომ, რაც არის, ისიც ამორტიზირებულია იმ ფულად-საკრედიტო პოლიტიკით. საწარმოები,რომლებიც სულს ღაფავს, მალე შეიძლება სულ გაჩერდეს," -ამბობს REPORT.GE-სთან საუბრისას შენგელია და განმარტავს, რომ ინფლაცია ეს არის დისბალანსი ქვეყანაში არსებულ ფულად მასასა და საქონელის რაოდენობას შორის. ექსპერტი მიიჩნევს, რომ, თუ გინდა ებრძოლო ინფლაციას, უნდა შეებრძოლო მას ახალი საწარმოებით და დასაქმების ზრდით, რომელიც შესაბამისად მოიტანს მეტ საქონელსა და მომსახურეობას. შენგელია ამბობს, რომ საქართველოში პირიქით ხდება და მოთოკვის ნაცვლად ის წახალისებულია.

შენგელია მთავრობას ანტიკრიზისულ გეგაში ურჩევს გაითვალისწინოს ის ფაქტორი, რომ იმპორტზე მაღალი ფასები ლარის კურისი გაუფასურების გამოა. ექსპერტის რჩევით, იაფი სესხები სავალუტო ბაზარზე არ უნდა მოხვდეს.

"ინფლაცია ჩვენთაც წახალისებულია იმპორტული საქონლის შემოტანით, ხოლო მასზე ძვირი,მაღალი ფასები კი, გამოწვეულია სავალუტო კურსის გამო, ლარის კურსის გაუფასურებით. სანამდე ანტიკრიზისულ სტრატეგიას შევიმუშავებთ, გაითვალისწინეთ ეს საკითხები. მთავარია ბანკების მიერ გაცემული კრედიტები და მთავრობის მხრიდან გაცემული შეღავათიანი სესხები იქნება თუ დახმარება, არ მოხვდეს სავალუტო ბაზარზე. ბევრი საწარმოა, რომლებსაც არ შეუძლია კრედიტის გარეშე ცხოვრება, მითუმეტეს ახალი საწარმოს შექმნაც უმეტეს შემთხვევაში საკრედიტო რესურსების გარეშე შეუძლებელია, ანუ თუ არ მოხდა ეკონომიკური ზრდის ავანსირება, ეკონომიკური წინსვლა გამორიცხულია," - ამბობს შენგელია და კონკრეტულ მაგალითს იშველიებს.

"განვიხილოთ სიტუაცია, როდესაც კრადიტით იხსნება ახალი საწარმო , სადაც დანადგარები ( საწარმოო საშუალება) შესყიდულია აღებული საბანკო სესხით, რომელიც უშვებს საქონელს და უკვე აღარ საჭიროებს ინვესტიციას. როცა ამ დროს ბანკი მაღლა წევს საპროცენტო განაკვეთს, საწარმო კრედიტს ვეღარ იხდის, მოგება რომელიც დასაწყიში ჰქონდა გათვლილი, არ ყოფნის. თუ საწარმო საქონლის ღირებულებას გაზრდის, არ გაეყიდება, ანუ საწარმო კოტრდება, ხოლო ბანკები მაინც მოგებაში არიან. ეკონომიკური უძრაობის ხანაც რომ ავიღოთ, ბანკი მაინც მნოგებაშია, რადგან მას მიაქვს შენი ქონება და ყიდის , ანუ საბანკო სექტორს მიაქვს თანხა რეალური ეკონომიკიდან. ამიტომაცაა, რომ როცა ინვესტიციები კლებულობს, ბანკები მაინც მდიდრდება," - უხსნის ექსპერტი REPORT.GE-ს და ამტკიცებს, რომ საქართველოს აგროსამრეწველო სექტორის გამოსაცოცხლებლად აუცილებელია შეღავათიანი კრედიტები.

"შეღავათიანი კრედიტების გარეშე აგრობიზნესი ვერ განვითარდება. საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიები და ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად აქ უნდა ჩაიდოს სწორედ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი შეღავათიანი თანხები , იქნება ეს ხორცის წარმოება, რძის წარმოება, ბოსტნეულისა და მარცვლოვანი კულტურების წარმოება ან სხვა სექტორებისა. ამით შევკვეცავთ იმპორტს. პარალელურად ასევე სერიოზულად უნდა მიეხედოს წიაღირსეულისა და ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიების შეძენას, შემოტანასა და დანერგვას," - გვეუბნება ეკონომისტი და ჩინეთის მაგალითს იხსენებს.

მისი თქმით, სანამ ჩინეთი ეკონომიკურად არ გაძლიერდა, მის იუანს დოლართან ფიქსირებული გაცვლილი კურსი ქონდა, თუმცა ლიბერალური საფინანსო ინსტიტუტები მასაც საქართველოსავით აძალებდნენ, გადასულიყო მცურავ კურსზე.

"რაც შეეხება ლარის თავისუფალ მცურავ კურს რომელიც ზევით-ქვევით დაფრიალებს და მოექცა სპეკულიანტების ხელში, ვგულისხმობ რამოდენიმე მსხვილ ბანკს (თავისი აფილირებული კომპანიებით), რომლებიც სოლიდურ მოგებებს აკეთებენ კურსთა შორის სხვაობებზე, თუ კურსი არ იქნა სტაბილური, რაიმე ნიშნულის ირგვლივ, ისე ვერავინ დაგეგმავს, ჩადოს ინვესტიცია რეალურ სექტორში და განვითარდეს. რომელი ინვესტორი შემოვა გრძელვადიანი პროექტებით და ინვესტიციებით, თუ არ იქნა დარწმუნებული კურსის სტაბილურობაში. რა უნდა გამოგვივიდეს ან რომელმა ანტიკრიზისულმა გეგმამ უნდა მოიტანოს ეფექტი მაშინ, როდესაც საპროცენტო განაკვეთი იმაზე მეტია, ვიდრე რეალური ეკონომიკის რენტაბელობა," - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ ცენტრალური ბანკის ფუნქციებში უნდა შევიდეს და მან უნდა აკონტროლოს საპროცენტო განაკვეთი, ვალუტის კურსი და ფულადი ემისია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system