თავში

როგორ უნდა მოხდეს უმუშევრების კომპენსაცია ეპიდემიისას

როგორ უნდა მოხდეს უმუშევრების კომპენსაცია ეპიდემიისას
როგორ უნდა მოხდეს უმუშევრების კომპენსაცია ეპიდემიისას

უმუშევრებისთვის სოციალური პაკეტი თითქმის მზადაა და დეტალები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. როგორც report.ge-ს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა აცნობა, ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მთავრობასთან და არსებობს მზაობა, რომ უმუშევრებზე ფულადი დახმარეობა გაიცეს. ,,პროფკავშირების" რეკომენდაციით, ეს უნდა იყოს რეალური საარსებო მინიმუმის ოდენობთ, 340 ლარის ფარგლებში. პეტრიაშვილის განცხადებით, ამის რესურსი მთავრობას გააჩნია.

,,ჩვენი შეთავაზებები წარვუდგინეთ როგორც სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე პრემიერ-მინისტრის აპარატს, ასევე აქტიურად ვაგრზელებთ კომუნიკაციას და ვფიქრობთ, რომ რეკომენდაციებს მაქსიმალურად გაითვალსიწინებენ. ეს არის 340-ლარიანი დახმარება უმუშევრებისთვის. სტატისტიკის დეპარტამენტი, როგორც ცნობილია,საარსებო მინიმუმს იმაზე ნაკლებს ადგენს, რაც რეალურია, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ განსხვავებულ მაჩვენებელს, რის რესურსიც სახელმწიფოს ნამდვილად გააჩნია. გარდა იმისა, რომ მთავრობამ ამისთვის საერთაშორისო დახმარება მიიღო, დანაზოგებიც დიდია. კერძოდ, საჯარო სექტორში ხარჯი მინიმალურად შემცირებულია, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ფაქტობრივად გაჩერებულია და გათბობის, ასევე სხვა ხარჯი, შემცირებულია, მნიშვნელოვანი თანხა არის დაზოგილი და შესაძლებელია მოხმარდეს იმ ადამიანების საჭიროებებს, რომლებიც ამ დახმარებით დაიკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რაც არსებულ სიტუაციაში ექმნებათ, ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს", - ამბობს პეტრიაშვილი.

მისი თქმით, მთავარია, რომ ეკონომიკა არ ჩაიკეტოს, რადგან მერე ამ მდგომარეობიდან გამოსვლა რეალურად შეუძლებელი გახდება.

,,დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია უამრავი ის მიმართულება, რომელსაც მეტნაკლებად ცივილიზებული ქვეყნები ითვალსიწინებენ. ღირსეული საარსებო მინიმუმი რომ გვქონდეს, 340 ლარზე მეტი დახმარება გახდებოდა საჭირო. ჩვენი შეთავაზება გაჟღერდება ხვალ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა არ ჩამოინგრეს და ეკონომიკა ბუნებრივად არ გაჩერდეს. ტყიბულსა და ზესტაფონში საწარმოები ფაქტობრივად გაჩერებული არიან. ეკონომიკა რომ გაჩერდეს, მერე მისი დაქოქვა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. ასე რომ მოხდეს, ბუნებრივად გავჩერდებით და მერე ამ მდგომარეობას არაფერი ეშველება", - დასძენს ირაკლი პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის საკომპენსაციო პაკეტს ამზადებს. მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ გუნდთან ბოლო 10 დღეა პროაქტიულ რეჟიმში მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system