თავში

როგორ უნდა ვითარდებოდეს ღვინის ტურიზმი საქართველოში

როგორ უნდა ვითარდებოდეს ღვინის ტურიზმი საქართველოში
როგორ უნდა ვითარდებოდეს ღვინის ტურიზმი საქართველოში

ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს ღვინომ, რომლის პოტენციალი ამოუწურავია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საქართველოს ღვინოების სიმრავლე, რელიეფის თავისებურება, კერძებისა და ფოლკლორული მრავალფეროვნება ერთობლივად ქმნის დიდ შესაძლებლობას, რომ ტურისტებს ქართული ტრადიცია სრულფასოვნად გააცნონ და ამით როგორც ქვეყანამ, ფერმერებმაც დიდი სარგებელი მიიღონ. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, როგორც მეღვინეობის სფეროს სპეციალისტი, გიორგი ბარისაშვილი აღნიშნავს, ბევრი მიზეზია, რაც ღვინის ტურიზმის განვითარებას აფერხებს. 

,,მცდელობა, რომ შემდგარიყო ქარული ღვინის ტურიზმი, რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ შემთხვევაში ძირითადად კახეთი იგულისხმებოდა, სადაც ამჟამად არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც ქართული ტრადიციული ღვინით დაინტერესებული გარკვეული კატეგორიის მოგზაურთა ჯგუფების მიყვანაა შესაძლებელი. მაგრამ აქვე ვხვდებით რიგ პრობლემებს, რომლებიც ქართულ ღვინოს უფრო სახელს გაუტეხს და არა, პირიქით, ვერ გაუთქვამს. მართალია, ზოგიერთებმა მცირე მარნები განავითარეს და სადეგუსტაციო მცირე კერები შექმნეს, მაგრამ მომსახურების სერვისი ცუდია. ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია გარემო, სადაც მცირე გასტრონომიაც დახვდებათ და ქართულ მეღვინეობის ტრადიციას უკეთ გაეცნობიან. სტუმართმასპინძლობა ჩვენთვის უცხო არ არის, მაგრამ ღვინის ტურიზმი გაცილებით სხვაა, ჩვენ სტუმრისგან ფულს არ ვიღებთ, მაგრამ ტურისტი, როგორც ასეთი, აბსოლუტურად სხვა დატვირთვის მატარებელია. გვჭირდება შესაბამისი ცოდნა, რა როგორ შევთავაზოთ, ელემენტარულად, ლამპის შუშით არ უნდა დავაგემოვნებინოთ ღვინო ვიზიტორებს, რასაც ხშირად აქვს ადგილი, ეთიკა დასახვეწია, ბევრი რამის ცოდნა არის საჭირო. ვიზიდავთ ტურისტებს, მაგრამ ვერ ვთავაზობთ თანამედროვე, დახვეწილ მომსახურებას, რაც ცოდნის დეფიციტის მიზეზია", - აღნიშნავს გიორგი ბარისაშვილი report.ge-თან. 

მეღვინე ფიქრობს, რომ მთავრობამ თავის თავზე უნდა აიღოს მცირე მარნების კონტროლი ან შექმნას ორგანო, რომელიც ჩამოივლის მარანს და სტანდარტს შეაფასებს. ბარისაშვილის აზრით, ეს იქნება ყველაზე დიდი ხელშეწყობა. 

,,ჩვენი გასაკეთებელი თვითონვე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ საჭიროა კონტროლი, გასცენ რეკომენდაცია და მეწარმეს განუსაზღვრონ შესაბამისი დრო, რა უნდა გამოასწორონ. შეიძლება, მომსახურების მიმწოდებლებმა მცირე გადამზადების კურსიც გაიარონ. . ხშირად მარნებში ვხვდებით ისეთ ნივთებს, როგორიცაა,  აკვანი, ნაბადი, საბრძოლო იარაღები, ცხოველისა თუ ფრინველის ფიტული და სხვა, არადა,მათი ადგილი მარანში ნამდვილად არ არის. გარდა ამისა,  უნდა ვეცადოთ, დარგობრივი, მხოლოდ ადგილობრივი პროდუქცია წარმოაჩინონ. დოქიც კი კახური უნდა იყოს, თუკი კახეთში ვიმყოფებით. ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ სტანდარტი დაირღვევა. როდესაც ღვინის ტურიზმის ფარგლებში ჩამოდის უცხოელი, ცდილობს პირველ რიგში, დაათვალიეროს და გაეცნოს ტრადიციულ მარნებსა და არა ღვინის ქარხნებს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან, როგორც წესი, ქარხნების დასათვალიერებლადერთი ქვეყნიდან მეორეში არავინ ჩადის, თუ პროფესიული მზიანი არ ამოძრავებს", - აცხადებს გიორგი ბარისაშვილი და დასძენს, რომ დარგის პოპულარიზაციის მიუხედავად, ჯერ კიდევ არის პრობლემა, რაც ქართული ღვინის ტურიზმის განვითარებას ახლავს და გამოსწორებას საჭიროებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system