თავში

როგორ ვებრძოლოთ ვაზის ჭიჭინობელას ბიოვენახში

​როგორ ვებრძოლოთ ვაზის ჭიჭინობელას ბიოვენახში
როგორ ვებრძოლოთ ვაზის ჭიჭინობელას ბიოვენახში

ვაზის ჭიჭინობელა ადრე მხოლოდ იმერეთის რეგიონში გვხვდებოდა, თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობთ, ბოლო 5-7 წლის განმავლობაში ის აღამოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდა.

აგრონომების განმარტებით, მცირე ზომის მწერია, ვაზის ფოთლის ჩამოცვენის შემდეგ ზრდასრულ ფაზაში იზამთრებს - ყორეებში, სამშენებლო მასალებში, ჩალის ზვინებში, ჩამოცვენილ ფოთლებში, სამეურნეო ნაგებობების კედლებში და სხვა. 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, თავშესაფრიდან გამოდის 11,7° ტემპერატურაზე, კვერცხის დებისათვის საჭიროებს დამატებით კვებას, სახლდება საძირეებზე ან ბალახოვან მცენარეებზე, შემდეგ კი ვაზის მტევანზე, ფოთლის ფირფიტაზე ან ყლორტის კანქვეშ დებს კვერცხებს (80-90 კვერცხი). ჭიჭინობელას ახალი გენერაციისთვის მზადება ივნისის მეორე ნახევარში იწყება.

სპეციალისტების თქმით, ვაზის ფოთოლს ქვედა მხრიდან წუწნის და აჩენს მოთეთრო წერტილოვან ლაქებს, დაზიანებული ვაზი კნინდება, ყლორტები უწვრილდება და ზრდას ანელებს. ყინვაგამძლეობას კარგავს და ადვილად ხმება. ვაზის ფოთლები და მტევნები ჭუჭყიანდება ჭიჭინობელას ექსკრემენტებით და გამონაცვალი კანით. მოსავალი მცირდება 10-დან 40%-მდე, ხოლო ტკბილში შაქრიანობა ეცემა 3%-ით.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ჭიჭინობელას ბიოლოგიური მტრები არიან - სხვადასხვა სახეობის ჭიანჭველები, ბაღლინჯოები და მტაცებელი ტკიპები. პათოგენური სოკოებიდან მას ასენიანებს პარაზიტი სოკო ნტომოპჰტჰორა სპაეროსპერმა შტეპჰ. 

ვაზის ვეგეტაციის პერიოდში მის წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიოლოგიური პრეპარატი ბოუნდერი ( 250-300 მლ/100ლ წყალზე).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system