თავში

ვიცე-პრემიერი: პარტნიორები ხედავენ როგორ ვიცავთ ბალანსს ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის

როგორ ვიცავთ ბალანსს ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის
ვიცე-პრემიერი: პარტნიორები ხედავენ როგორ ვიცავთ ბალანსს ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის

ჩვენ ვაგრძელებთ სისტემურდა დიდ პროექტებს, სადაც როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კონტრაქტორები არიან ჩართული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს მათი კონტროლი ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვის ნაწილში, - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრი კომპანია გაჩერებულია, ვინაიდან არ აქვთ გავლილი შესაბამისი შემოწმება, თუმცა პროცესი დაწყებულია. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა დააკმაყოფილა მოთხოვნები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც წარმატებით ვერ გაიარეს შესაბამისი პროცედურა და ვიდრე არ დააკმაყოფილებენ სტანდარტებს, მუშაობის შესაძლებლობა არ ექნებათ.

სამწუხაროდ, გლობალური კრიზისის პირობებში, ჩვენი ეკონომიკა ზიანდება ტურიზმის, საერთაშორისო გადარიცხვების და ა.შ. აქტივობების შეზღუდვით, ამ ფონზე კი ჩვენი პარტნიორები ხედავენ თუ რამდენად თანმიმდევრულად და წინდახედულად ვმოქმედებთ ეპიდემიის გამკლავების ნაწილში და რამდენად ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის. ამიტომ მათ აქვთ საფუძველი, რომ მყარად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ მალე გავუმკლავდებით ვირუსს და დავუბრუნდებით აღმავალ ტენდენციას. საფინანსო ინსტიტუტების წეარმომადგენელთა ძირითადი ნაწილი დღესაც აქ,საქართველოშია, განაგრძობენ უსაფრთხოდ მუშაობას და 24-საათიანრეჟიმში გვეხმარებიან, რისთვისაც დიდი მადლობა მათ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system