თავში

როგორი დახმარება სჭირდებათ გლეხებს

როგორი დახმარება სჭირდებათ გლეხებს
როგორი დახმარება სჭირდებათ გლეხებს

რეგიონებში მცხოვრები გლეხები ახალი სეზონისთვის სამზადისს მალე დაიწყებენ. ცხადია, მათი უმეტესობა არსებულ გამოწვევას მარტო ვერ უმკლავდება და ისევ მთავრობის დახმარების იმედი აქვს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომას მკვიდრი დავით ბოლქვაძე ფიქრობს, რომ დროულად თუ არ მოხდება დახმარება, გლეხებს საგაზაფხულო სამუსაოების დაწყება გაუჭირდებათ. report.ge-თან ბოლქვაძე საუბრობს იმ გამოწვევებზე, რასაც გლეხები აწყდებიან, განსაკუთრებით პროდუქტის რეალიზაციისას. 

,,ჩვენი სოფლის მეურნეობა არ არის იმ დონეზე, რომ გლეხებმა დამოუკიდებლად შეძლოს მოსავლიანობის ამაღლება როგორც ხარისხის, ისე რაოდენობის მხრივ. გლეხს სტიმული უნდა ჰქონდეს მუშაობის, სხვანაირად არაფერი გამოუვა. ჩვენი დიდი პრობლემაა პროდუქტის რეალიზაცია. მაგალითად, ციტრუსის მიმართ მთავრობის მხრიდან მთელი სეზონის განმავლობაში ისმოდა ქება, რომ წარმატებული სეზონია და პრობლემა არ არის, მაგრამ ამ დროს ხალს მოსავალი ულპებოდა. გურიაში მანდარინი 50-60 თეთრად ჩააბარა ხალხმა, მაგრამ რატომღაც მალევე შეწყდა ჩაბარება, რის გამოც ხალხს ციტრუსის მოსავალი გაფუჭდა. რეალურად ბევრმა ოჯახმა მოსავლით ვერ ისარგებლა. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა უიმედობას იწვევს.  გააკეთებ რაღაცას, იშრომებ და თუ ჭირნახულს ვერ გაყიდი, შრომა აზრს კარგავს.  ბაზარშიც ვერ შეგვაქვს პროდუქტი, იქაურობა იმპორტული საქონლით არის წალეკილი", - ამბობს დავით ბოლქვაძე.

მისი თქმით, დახმარებების დიდი ნაწილი დროულად ვერ გაიცემა, ამიტომ თუკი მთავრობას სურს ეფექტური იყოს მისი მხარდაჭერა და სოფელმაც შეღავათი იგრძნოს,  დროულ და მიზნობრივ დახმარებას პრობლემის რადიკალურად შეცვლა შეუძლია.

,,მთავრობას რომ უყურადღებობა დავაბრალო, შეიძლება უმადურობადაც ჩამეთვალოს, დახმარება ნამდვილად არის, მაგრამ ამას ხშირად ხარვეზი ახლავს. მაგალითად, თითქმის ვერასდროს ვიღებთ დროულ  მხარდაჭერას, 2020 წელსაც, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში დახმარებების გაცემა დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც ფინანსური რესურსი ერთწლიანი კულტურების წარმოებას ვერ მოხმარდა და შესაბამისად, ეს მიმართულება მაღალი ეფექტით არ გამოირჩეოდა.  იმედია, წელს ეს პრობლემა არ გვექნება და დახმარებას მივიღებთ საჭირო დროს, რომ სწორად ჩავატაროთ სამუშაოები", - ამბობს report.ge-თან გურული გლეხი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system