თავში

როგორი იქნება აბასთუმნის 10 მილიონიანი "რუმსი"

როგორი იქნება აბასთუმნის 10 მილიონიანი "რუმსი"
როგორი იქნება აბასთუმნის 10 მილიონიანი რუმსი

2021 წლიდან სანატორიუმი „არაზინდო“ „რუმს აბასთუმანი“ გახდება. „აჭარა ჯგუფი“ ამ პროექტში 10 მილიონიან ინვესტიციას და 150-180 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. „არაზინდოს“ მშენებლობა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II მეფობის დროს, 1910-იან წლებში, კავკასიის სამედიცინო საზოგადოების თაოსნობით დაიგეგმა და დაიწყო.

„არაზინდოს“ მთავარი ფასადის რკინის აივანსა და ფოიეს მოზაიკური იატაკის წარწერით ვიგებთ, რომ მშენებლობა 1924 წელს დასრულდა – სანატორიუმი მთელს კავკასიაში ტუბერკულოზით დაავადებულთათვის გამორჩეული სამკურნალო და დასასვენებელი იყო.

როგორი იქნება „არაზინდოს“ შენობა უკვე სასტუმროს კონცეფციით და რა დატვირთვა ექნება „რუმს აბასთუმანს“ – Report.ge „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ვალერი ჩეხერიას ესაუბრა. მისი თქმით, აბასთუმანი ძალიან მალე გახდება ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური დანიშნულების ადგილი როგორც ქართველების, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.

„კურორტი აბასთუმანი კლიმატური პირობებით, თერმული წყლებითა და ბუნებით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებული სარგებლობის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ამაღლებისთვის. "რუმს აბასთუმანი“ რიგით მეხუთე სასტუმრო იქნება „რუმსის“ ბრენდის ქვეშ – ყაზბეგის (2012), თბილისის (2014), კოხტასა (2019) და ბათუმის (2020) შემდეგ. ის ბრენდისთვისთვის დამახასიათებელი დიზაინისა და ესთეტიკის მიხედვით შეიქმნება. ამავდროულად, ვთვლით, რომ ადგილობრივი გარემოს გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი სასტუმროს კონცეფციაც აბასთუმნის უნიკალურობიდან გამომდინარე შეიქმნება. აქცენტს, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ამაღლებაზე გავაკეთებთ," - განაცხადა ჩეხერიამ.

მისივე თქმით, 1924 წელს აშენებული სანატორიუმი ზუსტად ჯდება „აჭარა ჯგუფის“ კონცეფციაში. 

"აღსადგენი და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდება ისე, რომ ნაგებობას შეუნარჩუნდეს ისტორიული სახე. გავაცოცხლებთ უნიკალურ არქიტექტურას. რესტავრაცია მოიაზრებს ნაგებობის უკვე არსებული დეტალების აღდგენას და პირველადი ვიზუალის დაბრუნებას," - გვითხრა ვალერი ჩეხერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system